დიდთოვლობის გამო ოზურგეთში რამდენიმე შენობა დაზიანდა
საზოგადოება - 11:02, 05 Jan, 2016     1973

ოთხი დღეა გურიაში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში ერთ მეტრს აღწევს, ქალაქსა და დაბლობში კი ნახევარ მეტრზე მეტია.

უხვმა ნალექმა არა მარტო გადაადგილების, არამედ ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების კუთხით სერიოზული პრობლემები შეუქმა ადგილობრივ მოსახლეობას.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე უბანი ელექტროენერგიიის გარეშე იყო დარჩენილი.

გარდა ამისა, დაზიანდა რამდენიმე შენობა. ძველი საავადმყოფოს შენობის ერთ ნაწილზე ჩამოინგრა სახურავი, ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში კი ჩამოინგრა ერთ-ერთი ატრაქციონი, ე.წ ავტოდრომი.

უამინდობის გამო ზოგიერთ სოფელში ამ დრომდე შეუძლებელია მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება.

გადაუღებელი თოვლისა და ქარის გამო, პრობლემა შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდებაზეც. 2 დღის განმავლობაში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, გია ნაკაიძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ ტექნიკოსები, ამ დროისთვის პრობლემა ოზურგეთის სოფლებში მთლიანად აღმოფხვრილია.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაოებენ და ყველა რესურსის გამოყენება ხდება, რომ შექმნილი პრობლემები უმოკლეს დროში გადაიჭრას.

ქალაქის მერის განმარტებით კი, ამ დროისთვის ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად გაწმენდილია გზები და ავტომანქანები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42