„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლებს მადლობას უცხადებს
საზოგადოება - 10:09, 05 Jan, 2016     1447

მიმდინარე წლის 3 იანვარის საღამოს, იყალთოს გორაზე გამავალი მაგისტრალური წყალდენი ავარიულად დაზიანდა. 700 მმ-იანი მაგისტრალის დაზიანების ადგილას ტექნიკური ნორმების უგულებელყოფით დაშენებულმა კერძო სახლებმა, ბეტონის კედლებმა და სხვა საყოფაცხოვრებო შენობებმა, დროთა განმავლობაში, ფოლადის მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, მისი დაზიანება გამოიწვია.

დაზიანების დაფიქსირებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 31-ე და 32-ე საავარიო ბრიგადები. რთული ადგილმდებარეობის გამო, ტექნიკური სამუშაოები მიწის სიღრმეში, ძირითადად, ხელით მიმდინარეობდა. კომპანიის საავარიო ჯგუფები იყალთოს გორაზე, 6 საათის მანძილზე, მძიმე მეტეოროლოგიურ და ტექნიკურ პირობებში მუშაობდენ. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დაზიანებული მილის შედუღება, რადგან ქსელი წყლისგან სრულად არ იყო დაცლილი.

დაზიანების აღსადგენად, მაგისტრალურ მილში შეღწევა გახდა აუცილებელი, რისთვისაც შემდუღებლებმა მილზე სარკმელი ამოჭრეს. ვაჟა ქადაგიშვილმა და ოთარ თათიკაშვილმა, 3 იანვარს, ღამით, 9 გრადუს ყინვაში, წყალში, ურთულესი სამუშაო ჩაატარეს, რის შედეგად დედაქალაქის წყალმომარაგება შესაძლებელზე ბევრად მოკლე დროში აღდგა.

საავარიო ჯგუფის წამყვან შემდუღებლებს, კომპანიაში მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად უწევთ მუშაობა სარისკო პირობებში და ერთგულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, არაერთხელ აქვთ შესრულებული მსგავსი სირთულის სამუშაო და გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მადლობას უხდის 31-ე და 32-ე საავარიო ბრიგადების თანამშრომლებს, ასევე პირადად ვაჟა ქადაგიშვილს და ოთარ თათიკაშვილს, 2016 წლის 3 იანვარს, იყალთოს გორაზე გაწეული რთული სამუშაოსთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42