დიდთოვლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში - ბოლო ინფორმაცია გუბერნატორის ადმინისტრაციიდან
საზოგადოება - 10:09, 05 Jan, 2016     1632

თოვასთან ერთად გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. სპეცტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.

ბოლო ინფორმაციას ადგილზე არსებული ვითარების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"თოვის შეწყვეტისთანავე მოხდება ტექნიკური მარილის დაყრა. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე გუბერნატორმა კობა ქანთარიამ დაათვალიერა.

დიდთოვლობის გამო, ამ დრომდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

4 იანვრის 22 საათის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 2600 მდე აბონენტს. აქედან სენაკში 800 აბონენტი გამორთულია უსაფრთხოების მიზნით. დღის განმავლობაში დაზიანებული აბონენტების უმეტესობას ელექტრო ენერგიის მომარაგება აღუდგა, თუმცა ინტენსიური თოვის გამო გაჩნდა დაზიანების ახალი კერები, უმეტესწილად მარტვილში, სენაკსა და აბაშაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ ღამის მორიგე ჯგუფები. დილიდან კი პრობლემურ ადგილებზე გავლენ, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად გააგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. სტიქიის დაწყების დღეს, რეგიონში ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა 10 ათასზე მეტ აბონენტს.

რეგიონში გაზმომარაგება ხდება სტაბილურად. ზუგდიდში გამორთული 5 კორპუსიდან გაზის მიწოდება აღუდგა 4 საცხოვრებელ კორპუსს. დარჩენილ ერთ კორპუსში მიმდინარეობს სამუშაოები და გაზმომარაგების ჩართვა ამაღამვე მოხდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი.

სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი.

დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონალური შტაბი: 591 41 77 18, ფოთისშტაბი: 0493 22 12 95; 591410326,

აბაშისშტაბი: 599 855766

სენაკისშტაბი: 599 85 75 90; 591 90 20 90

ქალაქზუგდიდისშტაბი:- 591 44 53 12

ზუგდიდისმუნიციპალიტეტისშტაბი: - 0415 25 01 23

წალენჯიხისშტაბი:- 599 87 66 88; 599 85 85 77 77

მესტიისშტაბი: 577 92 06 00

ჩხოროწყუსშტაბი: 599 85 66 07 .

ხობისშტაბი: 599856063

მარტვილისშტაბი: 577954849", - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42