პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლეს
საზოგადოება - 17:59, 04 Jan, 2016     2678
პრეზიდენტის ნაძვის ხეზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დღის ცენტრებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლეს.
ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ბავშვებისთვის "ბასტი ბუბუს" ღონისძიება გაიმართა, თოვლის ბაბუამ კი მიწვეულ სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დამსწრეებს ახალი წელი მიულოცა.
მისივე თქმით, დღეს ტრადიციულად პრეზიდენტის ნაძვის ხე იმართება და დღის განმავლობაში, 12:00 საათზე, 16:00 და 18:00 საათზე ტარდება ღონისძიებები.
"ბავშვებს შეუძლიათ იხალისონ "ბასტი ბუბუსთან" ერთად. ყველას გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერ, მშვიდობიან, კეთილ წელს გისურვებთ", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით კი, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ბავშვებისთვის ახალი წლის დღეები კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო. "შესაბამისად, ბავშვები დავპატიჟეთ საახალწლო ნაძვის ხეზე და პრეზიდენტის სახელით მათ გადაეცემათ საჩუქრები. წელს საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო მზურნველობის ქვეშ მყოფ ყველა ბავშვს გადასცა საჩუქრები", - განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42