„მთელი დღეა გადაუღებლად თოვს. ძალიან ცუდ დღეში ვართ. შეზღუდულია ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდება. დროულად თუ არ მოხერხდა პრობლემის მოგვარება, გავიყინებით“, - ამბობენ სამტრედიის მაცხოვრებლები.
„ნიუპოსტი“ აღნიშნულთან დაკავშირებით სამტრედიის გამგებელს ვალერიან ფოცხვერიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ქალაქში გაზის და წყლის მიწოდების პრობლემა არ არსებობს.
„არის უბნები, სადაც გათიშულია ელექტროენერგია. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები პრობლემის აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება გაზის და წყლის მიწოდებას, მე მსგავსი პრობლემის შესახებ არ მსმენია. რაც შეეხება თოვლს, მთელი დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს, დაბალმთლიან სოფლებში კი - 40 სანტიმეტრს. ნალექის გამო გარკვეული შეფერხებები იყო საავტომობილო გზებზე, თუმცა ყველა მონაკვეთზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, რომ პრობლემა დროულად აღმოიფხვრას“, - ამბობს ფოცხვერია.
მასალის გამოყენების პირობები






