როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, 64 წლის ტაქსის მძღოლის სოსო ეხვაიას მკვლელობა ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როცა ამ უკანასკნელმა მკვლელობისთვის დაკავებულის და სოფელ ნარაზენში მოტყუებით წაიყვანა და გააუპატიურა.
როგორც „ნიუპოსტს“ განუცხადეს, 65 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი, მდინარის პირას, ეკალ-ბარდებში სწორედ იმ ადგილას ნახეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ეხვაიამ არასრულწლოვანზე ძალა იხმარა.
გარდაცვლილის კოლეგები აცხადებენ, რომ სოსო ეხვაიას სექსუალურ სკანდალზე ყურმოკვრით გაგებული ჰქონდათ, თუმცა ტაქსის მძღოლებს დანამდვილებით უჭირთ იმის თქმა, გააუპატიურა თუ არა შუახნის მამაკაცმა არასრულწლოვანი.
ადგილობრივთა მონაყოლის მიხედვით, ეხვაია დაკავებულ 19 წლის რომან რ-ს არ მოუკლავს. „მკვლელობა საკუთარ თავზე იმიტომ აიღო, რომ მისი გასაკეთებელი სხვამ გააკეთა.“
ამ ვერსიის ავტორი ამბობს, რომ სოსო ეხვაია ზუგდიდის საკრებულოს წინ მდებარე ტაქსის გაჩერებაზე დაახლოებით 35-40 წლის ორმა მაკაკაცმა 18 დეკემბრის საღამოს აიყვანა და ნარაზენის მიმართულებით წაყვანა სთხოვა.
წყაროს თქმით, 19 წლის რომანს სოსო ეხვაია ამ ცნობილი სკანდალის გამო არც გაჰყვებოდა, რადგან მომხდარის გამო უთანხმოება ადრეც ჰქონიათ, "დაზარალებულის ოჯახი, ტაქის მძღოლს, მაშინ ფიზიკურად გაუსწორდა თუმცა საქმე პოლიციამდე არ მისულა" - ამბობს წყარო.
„ნიუპოსტი“ დაკავებულის ახლობლებთან შეხვედრას შეეცადა თუმცა ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
საუბარი არ სურთ ეხვაიებსაც. თუმცა მისი ოჯახის ახლობელები მსგავს შემთხვევას კატეგორიულად გამორიცხავენ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ ტაქსის მძღოლის მიერ არასრულწლოვანის გაუპატიურების შესახებ მათთან განცხადება არ შესულა.
უშუალოდ მძღოლის მკვლელობის ფაქტს, მათი თქმით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
ოფიციალური ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 25 დეკემბერს დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ტაქსის მძღოლს, 1951 წელს დაბადებულ სოსო ე-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში 64 წლის მოკლული ტაქსის მძღოლი 20 დეკემბერს ადგილობრივმა პირმა იპოვა. თვითმხილველის განცხადებით, გვამი ეკალ-ბარდებში იყო ჩაფლული.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები