"არ ვიცი, რატომ გავისროლე, არ მახსოვსო"- რას აცხადებდა პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული
საზოგადოება - 13:35, 04 Jan, 2016     7804
2015 წლის ბოლოს ბოროტმოქმედის ტყვიას ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემზარავი ტრაგედია 30 დეკემბერს თელ­ავში, საპატრულო პოლიციის ეზოში­ მოხდა. იმ დილით საპატრულო პოლი­ციის თანამშრომლები სამსახურში ჩვეულებრივ მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი მეწყვილესთან ერთად საპ­ატრულო მანქანით ქუჩაში უნდა გასულიყო. ის ეზოში გამოვიდა და მოულოდნელად გასროლის ხმაც გაისმა. გოგონა­ მიწაზე მოწყვეტით დაეცა. პოლიციის თანამშ­რომლებს ეგონათ, ბავშვებმა საახალწლო შუშხუნა ააფეთქეს - ვინ წარმოიდგენდა, რომ მათ კოლეგას პოლიციის ეზოში ტყვიას ესროდნენ! პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზ­ოშვილი დაჭრილი კოლეგისკენ გაიქცა და ამ დროს მეორე გასროლაც გაისმა. ამჯერად დამნაშავემ დაჭრილის საშველად მისულს დამიზნებით ესროლა. შენობიდან პოლიციელები გამოცვივდნენ. გელამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ გვერდით ეზოდან ისროლეს.
ორი ადამიანის განზრახ მკვლ­ე­ლობის ბრალდებით 19 წლის სანდრო მეტრეველი დააკავეს. ბრალდებული პოლიციის გვერდით­ ცხოვ­რობს - მის სახლსა და პოლი­ციის შენობას­ ერთი გალავანი აქვს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღეს, რომელიც სანდ­რო მეტრეველის დიდ პაპას ეკუთვნოდა და ოჯახის რელიკვია იყო. მეზობლები ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ.
- ბიჭები "ბირჟაზე" ვიდექით, გასროლის ხმა რომ გაისმა. თავიდან ასაფეთქებელი გვეგონა... როცა დავინახეთ,­ როგორ შეცვივდნენ პოლიციელები მეტრეველის სახლში, მივხვდით, რაღაც საშინელება მოხდა და ჩვენც იქით გავიქეცით. ჭიშკარს რომ მივადექით, სანდრო­ უკვე ხელბორკილით გამოჰყავდათ. გაოგნებული ვართ, ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა და კონფლიქტური არასდროს ყოფილა. არც ის ვიცოდით, ფსიქიკური პრობლემები თუ ჰქონდა. არაფერი შეგვიმჩნევია, არც აგრესიული გვინახავს. პაპამისი ცნობილი მეღვინე იყო. ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, ვერ აგვიხსნია, რატომ დახოცა პოლიციელები, - მითხრა მეზობელმა. ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკურნალობდნენ.
გაქცევა არ უცდია. არც იქ მისულ პოლიციელებს­ გაუწია წინააღმდეგობა. მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა - არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავისროლე, არაფერი მახსოვსო.
სანდრო მეტრეველს პოლიციელებთან არასოდეს ჰქონია კონფლიქტი, არც მანქანა ჰყავს, რომ საპატრულო პოლიციასთან პრობლემები შეჰქმ­ნოდა. ტრაგედიის დროს შინ არავინ იყო. დედა ამბობს, წინა ღამეს ჩვეულებრივ დაიძინა, აღელვება არ შემიმჩნევია, დილით სამსახურში რომ წავედი, მძინარე დავტოვე, მერე რა მოხდა, არ ვიციო.

სრულად იხილეთ ბმულზე www.kvirispalitra.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42