ტელეარხ "25-ის" თანამშომლები მასობრივ გათავისუფლბას აპროტესტებენ. ტელეკომპანიის საინფრამციო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დირექციის გადაყვწეტილების შესახებ ჟურნალისტებისთვის ცნობილი სატელევიზიო ეთერით გახდა. მიზეზად კი უმართავი პროცესები დასახელდა, რაც ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავის დაკავების შესახებ ინფრამციის გაშუქებას მოჰყვა. კომაპნიის ერთ-ერთი მფლობელი გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს. ჯემალ ვერძაძის განცხადებით, სამსახურიდან საახალწლოდ მხოლოდ 3 თანამშრომელი გაუშვეს.
ტელეარხის ეს გადაწყვეტილება 31 დეკემბერს, საღამოს გახდა ცნობილი, როდესაც დირექციამ განცხადება გაავრცელა:
"მიმდინარე წლის 14 დეკემბერს "ტელეარხი 25"-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობელის დაპატიმრებას, რის გამოც ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და ამ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
მომხდარი შელაპარაკების გამო, საინფორმაციოს ხელმძღვანელმა მაია მერკვილაძემ დირექციისგან მოითხოვა თანამშრომლის სამსახურიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლება. დირექციის პასუხის შემდეგ, რომ ასე მყისიერად ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, მაია მერკვილაძემ გააჩერა და ეთერში არ გაუშვა საინფორმაციო გამოშვება.
ყოველივე ამის გამო, და იმისათვის, რომ მომხდარიყო სიტუაციის განმუხტვა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ორივე თანამშრომელი, გარკვეული დროით, გაეშვა ანაზღაურებად შვებულებაში," - ნათქვამია ტელეარხის დირექციის განცვხადებაში.
ე.წ. შვებულებაში გაშვება, მაია მერკვილაძემ მიიღო შეურცყოფად და მან, ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დაიწყეს ტელევიზიის დირექციის გადაწყვეტილების გაპროტესტება.
ტელევიზიაში დაიწყო უმართავი პროცესი, რამაც გამოიწვია სხვადასხვა გადაცემების შეჩერება.
აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, გარდა ფინანსური და ტექნიკური განყოფილებებისა, გაეთავისუფლოს ყველა თანამშრომელი და სამსახურების ხელახალი დაკომლექტებას აპირებს, როგორც ძველი, ასევე ახალი, კონკურსით შერჩეული კადრებით. საინფორმაციო გამოშვება ეთერში 11 იანვრიდან დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები






