GWP-ს, "რუსთავის წყალისა" და "მცხეთის წყალის" მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წყალგამანაწილებელი კომპანიები, ძლიერ ყინვასთან დაკავშირებით, მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენას სთხოვენ და წყლის მილების მოყინვის თავიდან ასაცილებლად საგანგებო ზომების მიღებას სთხოვენ.
კერძოდ, კომპანიები გამრიცხველიანებულ აბონენტებს 1-დან 5 იანვრის ჩათვლით გარეთ განლაგებული მილებისა და აღრიცხვის კვანძების შეფუთვისა და ონკანის მოშვებული წყლის მცირე ჭავლით დატოვებას ურჩევენ. განცხადების თანახმად, რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.
აგრეთვე, კომპანიების განცხადებით, აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ დღეებში მოხდება დარიცხული საფასურის კორექტირება.
მასალის გამოყენების პირობები






