,,ნიუპოსტი“ ზუგდიდის მერიას დაუკავშირდა, მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ღამის განმავლობაში საგანგებოდ შექმნილმა შტაბმა, ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას ხელმძღვანელობით, არაერთხელ განახორციელა გაწმენდითი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ და მიმდებარე ტერიტორიებზე. ,,ღამის განმავლობაში სამჯერ დაიყარა გზებზე ტექნიკური მარილი, კეთილმოწყობისა და დასფუთავების სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. პარალელურად ამოქმედდა ცხლელი ხაზი, შემოსულია მხოლოდ 2 შეტყობინება სახლის სახურავებთან დაკავშირებით, მოსახლეობა სახურავიდან თოვლის გაწმენდას ითხოვდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც 24 საათიანი მუშაობა მიმდინარეობს არის, ის რომ ზუგდიდში ყინულის სახლის მდგომრეობა არის საგანგაშო, ეს არ არის კაპიტალური ნაგებობა. მიუხედავად იმისა, რომ ღამის განმავლობაში გაიწმნიდა, ძლიერ ნალექს მაინც ვერ უძლებს, მობლიზებულია ადგილზე შესაბამისი სამაშველო სამსახურის სპეციალური ჯგუფები. მიმდინარეობს შენობის ხელოვნური დაშვება (ჩაფუშვა), ამ წუთები ადგილზე მუშაობენ სპეციალურო სამსახურები და ცდილობენ ზიანის მაქსიმალურად შემცირებას. სამუშაოებს უშულოდ ხელმძღვანელობს ირაკლი გოგოხია. ეს გახლავთ ერთადერთი შენობა რომელიც პრობლემურია“ - განაცხადა ნიუპოსტთან მერიის პრესსამსხურის უფროსმა.
მასალის გამოყენების პირობები






