„საახალწლო პრომენადები“
31 დეკემბრის ღამეს, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება. „საახალწლო პრომენადბი“ ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს. სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს. თავისუფლების მოედანზე შექმნილ ჯადოსნურ ატმოსფეროს მოცეკვავეები ვალსის ცეკვით გაალამაზებენ. სტუმრები 2016 წელს ტრადიციული მრავალჟამიერის ფონზე შეეგებებიან. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები. საახალწლო გალა კონცერტის სრული ბიუჯეტი 257,645 ლარია.
კონცერტის პროგრამა
კონცერტის პირველი ნაწილი საოპერო მუსიკისა და სადღესასწაულო ვალსების მიმართულებას მოიცავს. სწორედ ამ ორი მიმდინარეობის სინთეზით გვინდა შევქმნათ წინასაახალწლო, ერთგვარი ზღაპეული განწყობა, რომელიც მთელ კონცერტს მთავარ შტრიხად გაჰყვება. სცენის წინ მოეწყობა საცეკვაო მოედანი, სადაც ულამაზესი სამეჯლისო ნომრები შესრულდება. პროექტისთვის საგანგებოდ შეირჩა სადღესასწაულო არიები ცნობილი ოპერებიდან, ასევე შტრაუსის, სვირიდოვისა და ჩაიკოვსკის შედევრალური ვალსები. ვფიქრობ ეს მუსიკა ამაღლებულ განწყობას შეუქმნის ყველა სტუმარს.
• LAKME - ყვავილების დუეტი - ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი
• კარმენი - ჰაბანერა - ირინა ალექსიძე
• დამისხი დამალევინე - ნიკოლოზ ლაგვილავა
• ბალეტი - ნაწყვეტი ჩაიკოვსკის გედების ტბიდან
• ოფენბახი - ბარკაროლლი - მარიამ მაჩიტიძე, ირინა ალექსიძე
• რიგოლეტო - ოთარ ჯორჯიკია
• ღვინო კახურო - გოჩა დათუსანი
• შტრაუსის ვალსი - ანი ცარციძე
• „ამაღამ“ - მარიკა ჯორჯიკია
• სვირიდოვის ვალსი
• დონ პასკუალე - ნიკა ლაგვილავა, გოჩა დათუაშვილი
• ჯუზეპე ვერდი - რიგოლეტო - ანზორ ხიდაშელი, ოთარ ჯორჯიკია
• ვალსი
• რომეო და ჯულიეტა - მარიკა მაჩიტიზე
• ნესან დორმა - ოთარ ჯორჯიკია
• ვერდის აიდა
12 საათზე 2016 წელს ტრადიციული მრავაჟამიერითა და ფოიერვერკით შევხვდებით. წელს თავისუფლების მოედანზე მრავალჟამიერს ანსამბლი ბასიანი შეასრულებს.
ალილო
სპეციალურად საახზალწლო გალა- კონცერტისთვის კომპოზიტორები არჩილ გიორგობიანი და დავით მალაზონია საახალწლო კომპოზიციებს ქმნიან , რითაც კიდევ უფრო გამდიდრდება ქართული საკომპოზიტორო აქტივი. სწორედ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციებით შევეგებებით ახალ 2016 წელს. კონცერტის ამ განყოფილებით კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება მსმენელს შევახსენოთ, რომ საქართველოში დღსაც არიან უმაღლესი დონის კომპოზიტორები რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ მაღალი სტანდარტის მუსიკა.
საშობაო დუეტები
საშობაო დუეტები გახლავთ პროექტის დასკვნითი ბლოკი. ამ ბლოკში წარმოდგენილი იქნება ამ ჟანრის მსოფლიო შედევრები, უკვე სტანდარტად წოდებული სიმღერები, რომლებსაც განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს კონცერტს.
ამ ბლოკის ძირითად ნაწილში საოპერო და ესტრადის ვარსკვლავები დუეტებს შეასრულებენ.
• პირველი შობა - მაკა ზამბახიძე და გიორგი სუხიტაშვილი
• Let it Snow - ალეკო ბერძენიშვილი, ანა ღიბრაძე
• Little Drummer Boy - ოთო ნემსაძე, მარიკა მაჩიტიძე
• Have Yourself a Merry little Christmas - გიორგი მახარაშვილი, ირინა ალექსიძე
• Winter Wonderland - ოჩა დათუსანი, სოფო ბედია
• The Christmas Song – Nიკა ლაგვილავა, ეკა დოლიძე
• Angels We have Heard On High - ნოდიკო ტატიშვილი, ოთარ ჯორჯიკია
• Santa Claus is coming to Town - სალომე ბაკურაძე, ანზორ ხიდაშელი
• Joyful, Joyful – სექსტეტი Georgian Six
• It s a most wonderful time of the year - გიორგი მემფისაშვილი, ანა ცარციძე
• Silent Night - სოფო გელოვანი, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






