კახა კახიშვილმა მსჯავრდებულებს ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წევრებთან ერთად ახალი წელი მიულოცა
საზოგადოება - 10:33, 31 Dec, 2015     1224

N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს საახალწლოდ ,,ქართულმა ხმებმა“ უმღერეს.

,,ქართული ხმების“ კონცერტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაესწრო.

კახა კახიშვილი მსჯავრდებულებს პირადად გაესაუბრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

,,ჩვენ შევეცადეთ მსავრდებულებისთვის საახალწლო, საშობაო განწყობა შეგვექმნა. მინდა მთელი სამინისტროს სახელით, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვებთ ჯანმრთელობას, თავისუფლებასა და ოჯახებში დაბრუნებას. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ მთავარია თავი არ ჩავღუნოთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიოთ“, _განაცხადა კახა კახიშვილმა და

,,ქართულ ხმებს“ სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში, ანსაბლ ,,ქართული ხმების“ წევრებმა საკუთარი და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან რამდენიმე ნაწაროები შეასრულეს. ანსამლის წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულებთან ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.

,,ქართული ხმების“ სახელით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პირადად მინისტრს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომ შესაძლებლობა მოგვცა მსჯავრდებულებისთვის კონცერტი ჩაგვეტარებინა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით მსჯავრდებულების რეაბილიტაციის ხელშეწყობა ხდება და აქტივობების განხორციელება აუცილებელია“, _ განცხადა ,,ქართული ხმების“ წევრმა კახა გრიგალაშვილმა .

პენიტენციური დეპარატამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც იგეგმება.
,,ქართულმა ხმებმა“ ნამდვილი საახალწლო განწყობა შექმნეს და ამისთვის მინდა დიდი მალობა გადავუხადო. დღეს ქართული სულისა და ქართული გენის ზეიმი იყო.მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაგრძელდება და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც ჩავატარებთ კონცერტებს“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

მსჯავრდებულებმა სამინისტროსა და პირადად მინისტრს მადლობა გადაუხადეს.

დაწესებულებაში სტუმრობისას მინისტრმა მსჯავრდებულებისგან მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა.

კახა კახიშვილმა N15 პენიტენციური დაწესებულების ეზოში მშენებარე ტაძარიც დაათვალიერა, რომელიც მსჯავრდებულების მონაწილეობით იგება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს მსჯავრდებულება საჩუქრად ხატები და სუვენირები გადასცეს.

დაწესებულების ბიბლიოთეკას სამინისტრომ საჩუქრად სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცა.

ღონისძიების დასასრულს, ,,ქართულმა ხმებმა“ მსჯავრდებულების ნაწილის მონაწილეობით მრავალჟამიერი შეასრულეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42