აგრესია და ზეწოლა ექიმებზე - იაშვილის კლინიკა სპეციალურ განცხადებას ავრცელს
საზოგადოება - 12:31, 30 Dec, 2015     6550
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების გუნდი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია საზოგადოების მხრიდან ექიმების მიმათ გამოთქმულ ბრალდბებზე. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ლიმფობლასტური ლეიკემიით გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის სადავო შემთხვევას იტალიის პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტები შეისწავლიან.

განცხადების ტექსტი, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ დღეს მედიას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გააცნო.

იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მე-4 დონის სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ერთადერთი პედიატრიული კლინიკაა საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ყველაზე მძლავრი პედიატრიული კლინიკა ქვეყანაში, სადაც ყველაზე რთული პაციენტების კონტიგენტი იყრის თავს, არა მარტო საქართველოდან, არამედ ამიერკავკასიის რეგიონიდანაც.

კლინიკა ყოველწლიურად ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში 60 000 ათასზე მეტ ბავშვს უწევს სამედიცინო მომსახურებას.

საქართველოში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო არის მთავარი რეფერალური პედიატრიული დაწესებულება, რომელშიც

კრიტიკული მედიცინის 90 საწოლია განთავსებული - ეს არის ის საწოლები, სადაც ბავშვებში ყველაზე რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა ხორციელდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში 0-15 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის განახევრებული და ამ მონაცემის მიხედვით ჩვენი ქვეყანა უკვე ახლოსაა ევროპული ქვეყნების სტატისტიკასთან.

- ბავშვთა ასაკში სიკვდილიანობის შემცირების დადებით დინამიკაში, ჩვენი კლინიკის ექიმებს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან წლების განმავლობაში სწორედ იაშვილში დაინერგა ის აუცილებელი და დეფიციტური პედიატრიული სერვისები, რომლითაც ასობით ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რთული პაციენტების კონტიგენტს ვემსახურებით, ბუნებრივია, ბავშვთა ლეტალობის შემთხვევათა დიდი ნაწილი იაშვილის კლინიკაზე მოდის. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლით (2014 წელი 0,6%, ხოლო 2015 წელი 0,5%) ჩვენი საავადმყოფო არ ჩამოუვარდება დიდ და ცნობილ ამერიკულ საავადმყოფოებს, როგორიცაა America Family Children’s Hospital (UW Hospital) (2014 წლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.7%).

სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად ტრაგიკულ შემთხვევებს თან ახლავს ნეგატიური და ზოგჯერ აგრესიული დამოკიდებულების გამოვლენა სწორედ ჩვენი ექიმების მისამართით. საზოგადოებიდან წამოსული აგრესია იმდენად მაღალია, რომ ექიმი საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხდება აბსოლუტურად დაუცველი და ამ აგრესიის შეჩერება არის ძალიან რთული, ამიტომ მივმართავთ საზოგადოებას, რომ დაუსაბუთებელი და დაუმსახურებელი ბრალდებებით ნუ მოახდენენ ექიმის როლის დისკრედიტაციას, რაც საბოლოოდ ქართული ჯანდაცვისთვის სავალალო შედეგებს გამოიღებს.

იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ყველა რთული სამედიცინო შემთხვევის მართვა ხორციელდება უცხოელ კოლეგებთან კონსულტაციით, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან პედიატრიულ ცენტრებთან და მათ გამოცდილებას და რჩევებს მუდმივად ვითვალისწინებთ ყოველი რთული სამედიცინო შემთხვევის მართვისას.

ვითვალისწინებთ რა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესს ჩვენი კლინიკის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ. მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოელ დამოუკიდებელ ექსპერტებთან გადამოწმდეს და დასკვნის სახე მიეცეს რამდენიმე სადავო შემთხვევას და საჭიროების შემთხვევაში ეს დასკვნა გახდეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.

ამ მიზნით, 2016 წლის 15-20 იანვარს საქართველოში ჩამოვა იტალიელ ექსპერტთა ჯგუფი, მათ შორის პროფესორი Giuseppe Basso, პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრიული ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკოჰემატოლოგიური ლაბორატორიული სერვისის უფროსი და პროფესორი Barbara Buldini,პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრიული ონკოჰემატოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომლებიც 2016 წლის იანვრის ბოლოს სამედიცინო დასკვნას მოამზადებენ .

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავაკნინებთ ქვეყანაში ექიმის როლს და დავიცვათ ექიმის უფლებები, მორალურად ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, ძალიან რთულია გაუძლოს ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუმსახურებელ აგრესიას და ზეწოლას.

ნათქვამია “მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42