თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო
საზოგადოება - 10:00, 30 Dec, 2015     1310

თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო. ახალ, 2016 წელს თბილისის ანძა ახალი განათებებით ხვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და შპს „სინათლის ქალაქის“ დირექტორ თორნიკე კიზირიასთან ერთად „საახალწლო ქალაქს“ ეწვია და იქ მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ანძაზე სანათები სრულად შეიცვალა და ახალი, 194 ცალი ფლეშ-სანათი დამონტაჟდა, რაც საშუალებას იძლევა ანძა სხვადასხვა ფერად, ახალი დიზაინითგანათდეს. ამასთან, „საახალწლო ქალაქში“ ნაჩვენები იყო სპეციალურად დამზადებული ვიდეო რგოლი, რომელშიც ახალი ფლეშ-სანათების მონტაჟის პროცესი და ტექნიკური სამუშაოები იყო ასახული.

„მნიშვნელოვანია ის , რომ ასეთი განათება ჩვენს რეგიონში პრაქტიკულად არ არსებობს და ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით ამ თვალსაზრისითაც. ამით ქალაქის მომხიბვლელობა და ქალაქის მიმზიდველობა იზრდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის სხვანაირ განწყობას ქმნის“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ - „გრივენი“ დააკმაყოფილა.

კომპანიას „გრივენი“ ფასადების არქიტექტურულ განათებაში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. იტალიურმა კომპანიამ პირველმა დაიწყო დიდი სიმძლავრის ლედ სანათების წარმოება და ამჟამად დარგში ბაზრის ლიდერია. მსოფლიოს მაშტაბით, კომპანიას განხორციელებული აქვთ არაერთი დიდი პროექტი - „გრივენის“ მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად, ასევე, კომპანიის სახელს უკავშირდება გიზას პირამიდების განათება, ოლიმპიური სტადიონი ბაქოში, სატელევიზიო ანძა სოჭში, ბელგოროდსა და კრასნოდარში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო იტალურ კომპანიას „გრივენი“ ჰყავს პროფესიონალი ინჟინრები განათების დარგში, ასევე, არქიტექტორები, რომლებიც უნიკალურ პროექტებს ქმნიან. კომპანია საშუალებას იძლევა, მოხდეს სანათების ადგილზე მიწოდება და მონტაჟი. „გრივენი“-ს მომსახურებები, ადგილობრივი ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და 10 წლიან გარანტიასაც ითვალისწინებს.

დედაქალაქის ანძა 5 000 ცალი „ფლეშ“ სანათისგან შედგებოდა, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მწყობრიდან იყო გამოსული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძველი ხელშეკრულების პირობებში, არც სანათების საგარანტიო პერიოდი და არც ექსპლუატაციის პერიოდში საჭირო სარემონტო სამუშაოები იყო გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42