სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეიზღუდება
კრწანისის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III და IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის, სოფელ ჭალის, სოფელ ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და სოფელ გლდანის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






