საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 13:49, 29 Dec, 2015     1468
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმის ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. საია იმ ხარვეზებზე მიუთითებს, რომელის ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტში არსებობს და ხელისუფლებას უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

„ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის მხატვრულ-ესთეტიკურ, ისტორიულ და კულტურული ღირებულებას. ასევე, არ უნდა იწვევდეს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს და არ უნდა აუარესებდეს მის აღქმას.

ამ დრომდე პრაქტიკულად არ არსებობს სათანადო ფორმით მომზადებული და დასაბუთებული დოკუმენტაცია, თუ რით არის გამოწვეული ის ცვლილებები, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში იგეგმება და რამდენად შესაბამისობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებთან. ამასთან, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით, ფორსირებულად და დაუსაბუთებლად, გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვის ფორმით უკვე შერჩულია შემსრულებელი კომპანია.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

- ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების სახელით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში განადგურებული არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (მათ შორის ბათუმშიც), და ზემოაღნიშნული პასუხგაუცემელი კითხვები, აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ამ პროცესის გაგრძელება გახდეს ბათუმის ძველი ბულვარი.

- მიგვაჩნია, რომ ბათუმის ძველი ბულვარის სამომავლო განვითარებას კონცეფცია მიმართული უნდა იყოს ბულვარის, როგორც - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისაკენ. ხოლო, ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა შენარჩუნებული იქნეს ძეგლის კულტურულ-ისტორიული ღირებულება და ავთენტიკურობა.

- ფორსირებულად და დაუსაბუთებლად, გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვის ფორმით შემსრულებელი კომპანიის შერჩევა მიუთითებს, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავდაპირველ ეტაპზევე არ უზრუნველყვეს პროცესის მაღალი გამჭვირვალობა. სახელმწიფო შესყიდვის არაკონკურენტული ფორმის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა პროცესში საერთაშორისო გამოცდილების და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ცალსახად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.

საია გააგრძელებს ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42