სალონი „ტოტალშარმი“ და შპს „სამთა“- „GWP“ წყლის დატაცების შემთხვევებს ასაჯაროებს
საზოგადოება - 13:35, 29 Dec, 2015     1623
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ბოლო ერთი კვირის მანძილზე სასმელი წყლის დატაცების კიდევ 26 შემთხვევა გამოავლინა. მიმდინარე წლის ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, ნოემბერსა და დეკემბერში, თბილისში სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების უკვე 180-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მოკვლევის საბოლოო შედეგებით, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურმა, ჯამურად, 210 000-მდე ლარი შეადგინა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისევ ასაჯაროებს იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც, ბოლო ერთ კვირის მანძილზე გამოვლენილ დამრღვევთა შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდნენ. მათ შორისაა ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი შპს „ტოტალშარმი“, რომელსაც უკანონო მოხმარებისთვის, ერთ თვეში, კომპანიის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დამატებით, 3 800 ლარი დაერიცხა და ფეიქრების ქუჩაზე მდებარე საქმიანი ეზო - შპს „სამთა“, რომელსაც 970 ლარის გადახდა დაეკისრა. ორივე იურიდიულ პირს, გაფრთხილების სახით, ადმინისტრაციული სახდელი დაედო.

წყლის დატაცების ფაქტები, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ობიექტებშიც, მათ შორის: შპს „გიმკა“ და შპს "ტი-ბი-ნი" ჯგუფი - სამშენებლო კომპანიები, ფ/პ „თ.სიყმაშვილი“ - საქმიანი ეზო, ფ/პ „სოფო ჭანყოშვილი“ და ფ/პ „კონსტანტინე ნაცვლიშვილი“ - საზკვების ობიექტები, ფ/პ „იზოლდა ნაცვლიშვილი“ - ავტოსამრეცხაო და სხვ.

დარღვევის მქონე ობიექტები წყლის დატაცებას უკანონო ხაზების მეშვეობით ან მრიცხველის გვერდის ავლით ეწოდნენ. ყოველ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური აქტის შედგენა და დატაცებული წყლის ოდენობის დაანგარიშება სემეკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მოხდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის დატაცების შემთხვევების გამოვლევლენად აქტიურ ქმედებებს მომავალ წელსაც გააგრძელებს. პარალელურად, კომპანია კვლავ შესთავაზე სთავაზობს თანამშრომლობას ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს ჯერ კიდევ უკანონოდ მოიხმარს და აღიარების შემთხვევაში, მათ ჯარიმისგან გათავისუფლებას ჰპირდება. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეელებათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს(მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42