თბილისის მერია დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს
საზოგადოება - 13:22, 29 Dec, 2015     3044
29 დეკემბერს, საახალწლო ქალაქი თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს 12 საათიდან უმასპინძლებს. ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, მთელი დღის განმავლობაში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. გადაიღონ ფოტო სურათები დროში მოგზაურ სანტასთან ერთად.

გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. მსურველებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუებს ბატუტზე და პარკურს. ვარდების მოედანზე პანტომიმის თეატრის მსახიობები პერფორმანსებს გამართავენ.

ქალაქის მცირეწლოვან სტუმრებს, საბავშვო ზონაში, ანიმატორები, მასკოტები, ჯამბაზები და ზღაპრის გმირები უმასპინძლებენ. აქტიური თამაშების ზონაში, პატარებს საშუალება ექნებათ ითამაშონ მაგიდის ფეხბურთი, მგიდის ჰოკეი, ტეზერბოლი, დართსი და სხვა თამაშები. გაიმართება ელფების მსვლელობა. საახალწლო ქალაქში, საგანგებოდ მოწყობილ, არტ სახლში, გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები. მოეწყობა თოჯინური თეატრის წარმოდგენები.

საახალწლო ქალაქში, საგანგებოდ დამონტაჟდება სცენა, სადაც, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი გაიმართება.

ვარდების რევოლუციის მოედანზე საახალწლო ქალაქი 25 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. კულტურული, სპორტული თუ საბავშვო აქტივობები ვარდების მოედანზე 3 იანვრამდე გასტანს. 10 დღის განმავლობაში, თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას, წელს 700 ზე მეტი მუსიკოსი, მსახიობი და შემსრულებელი შეეცდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42