,,მეც ისე ვცხოვრობ, როგორც - ყველა... წმინდა წყლის ქართველი ვარ!“ - ექსპრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი
საზოგადოება - 15:54, 28 Dec, 2015     5683
,,ამოიღეთ რეესტრიდან და ნახეთ, საირმე ვის აქვს!'' _ როგორ დაიცავს გაყიდვისგან ნიკოლოზ სააკაშვილი ,,თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს''. გაზეთი ,,ვერსია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამას ექსკლუზიურად ესაუბრა. როგორ ცხოვრობს ნიკოლოზ სააკაშვილის და რატომ არ სურს პოლიტიკაზე საუბარი. ნიკოლოზ სააკაშვილი მისი გვარის ირგვლივ მოარულ ჭორებსაც პასუხობს და ამბობს, რომ ,,წმინდა წყლის ქართველია“ - ,,კარგი, რა?! ეს სიტუაცია უკვე სასაცილოა! იმასაც იძახიან, რომ მამაჩემის კაბინეტზე, თურმე, სააკოვი ეწერა, მაგრამ 1951 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად სააკოვს დანიშნავდნენ? ვიდრე დირექტორად დანიშნავდნენ, მილიონჯერ გასინჯული იყო. არის ხალხის კატეგორია, რომელიც ყველა დროს ძალიან კარგად ერგება და გარკვეული რაღაცები შეიძლება, მისგანაც მოდის. ხვალ შეიძლება, სიტუაცია ამოყირავდეს და ისევ სააკაშვილები გავხდეთ!“.

,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ვანო პავლიაშვილმა მოამზადა.

_ ახლა რამდენის წლის ხართ, ბატონო ნიკოლოზ?

_ 72-ის ვხდები.

_ არ გეტყობათ...

_ შინაგანად ნამდვილად ენერგიულად ვარ, ბევრი იდეა და გეგმაც მაქვს. მე ვარ კაცი, რომელსაც ერთ ადგილას ყოფნა არ შეუძლია _ უნდა ვიმოძრაო და საქმე ვაკეთო.

_ როგორც ჩანს, მიშა ამ კუთხითაც გგავთ. ისე, რომ გიყურებთ, მგონია, მიშა მელაპარაკება...

_ არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, მე უფრო ადრე ვიყავი... მამაჩემი შაბათობებს აწყობდა _ სტუდენტები გამოყავდა და ხეებს რგავდნენ. აი, დღეს რომ მედქალაქში დიდი ნაძვები დგას, ერთ-ერთს, თავის დროზე, მიწა შეიძლება, მე მივაყარე.

_ მას მერე ხე დაგირგავთ?

_ ზაჰესში დიდი ხანია, ნაკვეთი მაქვს, რომელიც ჩემი ხელითაა გამწვანებული, ძალიან მიყვარს და შაბათ-კვირას ძირითადად იქ ვატარებ. წელს ორი ნაძვი დავრგე. ამას წინათ, სანაპიროზე, ერთი ძალიან ლამაზი ნაძვი ვნახე, მაგრამ მეძვირა და თავი დავანებე, თორემ იმ ნაძვსაც წავიღებდი და ჩემს ნაკვეთში დავრგავდი.

_ როგორ, რაღაცები თქვენც გეძვირებათ ხოლმე?

_ მეც ისე ვცხოვრობ, როგორც _ ყველა.

_ ანუ, ფინანსური პრობლემები გაქვთ?

_ იცით, რა? _ მოთქმა-გოდება რომ დავიწყო, სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ და პატიოსან ოჯახს, პრობლემები მეც გამაჩნია.

_ ბატონო ნიკოლოზ, კანონმორჩილი ადამიანი ვარ და...

_ მეც ძალიან კანონმორჩილი ვარ...

_ ჰოდა, რაკიღა შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებთ, ამიტომ პოლიტიკაზე არაფერს გკითხავთ, არადა, ერთობ პოლიტიზირებული რაიონიდან _ დედოფლისწყაროდან ვარ...

_ ჩემთვის ყველა რაიონი საქართველოა.

_ რასაკვირველია, მაგრამ ქართული ანდაზა გამახსენდა, კაცმა ცხოვრებაში ერთი ხე უნდა დარგოს და კარგი შვილი გაზარდოსო... ხე დაგირგავთ, შვილებზე რას იტყვით?

_ ცოტა თავისებური ვარ: არიან მშობლები, რომლებიც შვილების ქება-დიდებას იწყებენ, ყველაზე გენიოსები არიანო, მაგრამ ეს სწორად არ მიმაჩნია. ღმერთმა გაუმარჯოს და საქართველოში გენიოსობა გამრავლდეს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მცხოვრები თავისებურად ნიჭიერია, მაგრამ შვილების ქებას ნამდვილად არ დავიწყებ, მათი არსი, მნიშვნელობა, გაზრდის, ნიჭისა და საზოგადოებაში ადაპტაციის ხარისხი მათმა გარემოცვამ უნდა შეაფასოს. სამი შვილი მყავს, გითხარით, რომ ქებას არ დავიწყებ, თუმცა შინაგანად ჩემი განწყობა, რასაკვირველია, მაქვს და აღტაცებასაც გამოვხატავ, მაგრამ შეიძლება, ეს მათაც არ დავანახო.

იხილეთ ვრცლად: versia.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42