საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 31 დეკემბერს ღამე და 1 იანვარს დღისით თოვლია მოსალოდნელი.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, 29 დეკემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით. მაღალ მთაში თოვლია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ +12 გრადუსი დაფიქსირდება.
30 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოალოდნელი, წვიმის სახით. გაძლიერდება ქარი. როგორც აღმოსავლეთ საქართველოში ასევე დასავლეთ საქართველოშიც. ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი თბილისშიც. ქარს სინოპტიკოსები დედაქალაქშიც პროგნოზირებენ. ქარის სიჩქარე 28 მეტრი წამში იქნება.
31 დეკემბერს საქართველოში ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი. ქვეყნის მასშტაბით ნალექია მოსალოდნელი. დღის ბოლოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან. დასავლეთ საქართველოში ახალი წლის ღამეს -1;-2 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთში - -1 +1 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები






