თბილისში ხალხური რეწვის ნაწარმის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
საზოგადოება - 18:41, 27 Dec, 2015     1468

თბილისის მერი დავით ნარმანია ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით მოყობილ ხალხური რეწვის ნაწარმის საახალწლო გამოფენა-გაყიდვას დაესწრო. ღონისძიება ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის - „ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ - ფარგლებში „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მიერ ხორციელდება.

მუნიციპალური პროგრამით „ხალხური რეწვის დარგის განვითარება“, განსაზღვრულ სხვა ამოცანებთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივ გამოფენებსა და ბაზრობებში მეწარმე სუბიექტების მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა და მათი ნამუშევრების წარმოჩენა; ასევე,წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, რასაც აღნიშნული საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ითვალისწინებს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, მიმდინარეობდა განაცხადების მიღება გადაიარაღების თანადაფინანსების ინსტრუმენტით სარგებლობისთვის, რის შედეგადაც „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს“ შესაბამისი განაცხადით მიმართა 29 პოტენციურმა ბენეფიციარმა. შემოსული განაცხადები თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებულმა კომისიამ განიხილა და გამოავლინა ბენეფიციარები, რის შედეგადაც ხალხური რეწვის დარგში მოღვაწე 29 მეწარმეს გადაიარაღების ხარჯების 80%-ით დაუფინანსდა.

"მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარლებში, რომელიც ხალხური რეწვის ხელშეწყობას გულისხმობს, დავათვალიერეთ ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სპეციალურად საახალწლო დღეებშია გამოფენილი, რათა ერთის მხრივ, მოხდეს მეტი პროდუქციის რეალიზაცია და მეორეს მხრივ, იმ მცირე მეწარმეებს დავეხმაროთ, რომლებიც ჩვენი პროგრამის ბენეფიციარები არიან. გარდა ამისა, ჩვენ მათ დავუქირავეთ ფართი, სადაც ამ 10 დღის განმავლობაში გაყიდიან თავიანთ პროდუქციას. ასევე შევუძინეთ ინვენტარი, მანქანა-დანადგარები, რომლითაც უფრო მეტის წარმოებასა და გაყიდვას შეძლებენ.,"-განახადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა პარალელურად სამ სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობდა: „თბილისი მოლი“, „თბილისი ცენტრალი“ და „გლდანი მოლი“. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე ბენეფიციარების შერჩევა მიღებული განაცხადების საფუძველზე მოხდა. ღონისძიებაზე საკუთარ ნაწარმს წარმოადგენს ორმოცდაათამდე ბენეფიციარი. საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიხსნა და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42