კონკურსი 25 დეკემბერს დაიწყება და საკონკურსო ნამუშევრების მიღება 7 იანვარს დასრულდება. გამარჯვებული 14 იანვარს გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში, სადაც გამოიფინება როგორც გამარჯვებული, ასევე სხვა საკონკურსო ნამუშევრები.
კონკურსის წესები :
• მომხმარებელმა ფოტო უნდა ატვირთოს საკუთარ გვერდზე ჰეშთეგით #ახალიწელითბილისში
• ატვირთული ფოტო უნდა იყოს საჯარო ( Public )
• ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა
• კონკურსანტები ადასტურებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი მასალა არის საკუთარი ნამუშევარი.
არ არღვევენ ნებისმიერი სხვა პირის ან ერთეულის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას
• ფოტო გადაღებული უნდა იყოს თბილისში და თემატურად უკავშირდებოდეს ახალ წელს
• კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ თბილისის მერიისა და მასზე დაქვემდებარებული
სტრუქტურების თანამშრომლებს
მასალის გამოყენების პირობები






