ლევან კობიაშვილი არ ადასტურებს ასაკობრივი ნაკრებებიდან ალექსანდრე ჩივაძის და ოთარ გაბელიას გათავისუფლებას და აცხადებს, რომ მათ ხელშეკრულებები წლის 31 დეკემბრამდე აქვთ და გადაწყვეტილების მიღებაც შემდეგში მოხდება.
„ვისაც შევთავაზეთ ხელშეკრულებები მათ ვაცნობეთ და იციან, ვისაც არ გაუგრძელდა ხელშეკრულება მათაც გაიგეს. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს ასაკობრივ ნაკრებებთან მიმართებაში, მათ ხელშეკრულებები წლის ბოლომდე აქვთ და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველა ადამიანს და ასევე მედიას, რომ ნუ ასწრებენ მოვლენებს და წინასწარ ნუ საუბრობენ იმაზე, რაც არც ფეხბურთის ფედერაციას და არც ამ ადამიანებს დაუდასტურებიათ . მე პირობას ვდებდი ჩემი მოსვლის შემდეგ , რომ მზად ვარ ყველა თანამშრომელთან ვითანამშრომლო. იმ თანამშრომლებს რომელთაც ხელშეკრულება ამოეწურა, ბუნებრივია ზოგი დარჩა, ზოგმა აღარ მიიღო ახალი ხელშეკრულება. არსებობდა რაღაც სამსახურები და პოზიციები, რომლებიც ჩვენს სტრუქტურაში აღარ არის. შემდგომში როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას ამას პირველი ფეხბურთის ფედერაციისგან გაიგებთ“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






