იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან შეკრებილი. ასევე ადგილზე იმყოფება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ირაკლი კაკაბაძე.
ისინი სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანი, ვისაც ოდიოზური გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, მეორე ვადით არ უნდა ირჩეოდნენ.
ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. ირაკლი კაკაბაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესვლას ითხოვდა, თუმცა მას ამის უფლება დაცვამ არ მისცა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის 100-მდე კანდიდატს უყრიან კენჭს, რის შემდეგაც 61 მათგანი მოსამართლედ დაინიშნება. დღესვე გაირკვევა დაუჭერს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ტანამდებობაზე ლევან მურუსიძის კანდიდატურას.
მასალის გამოყენების პირობები






