კომპანია „თელასის“ ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ჯანელიძის, სააკაძის, მეჯვრისხევის, მანჯგალაძის, კამალოვის, გულრიფშის, კიკნაძის, თამარაშვილის, კურნატოვის, სართანიას, საჭილაოს, წიკლაურის, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლიკანის და ჩაქვის ქუჩების მაცხოვრებლებს (1 327 აბონენტს).
სამგორის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს (117 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






