თბილისის ზოოპარკი საბავშვო ნახატების კონკურსს აცხადებს
საზოგადოება - 15:38, 24 Dec, 2015     4748

თბილისის ზოოპარკი საბავშვო ნახატების კონკურსს აცხადებს, ამასთან დაკავშირებით ზოოპარკი ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს:


ახალი წელი ახლოვდება... უკვე დაიწყო წინასაახალწლო ფუსფუსი და სამზადისი. საახალწლო მისალოცებს, როგორც წესი, ჩვენი ბინადრების ფოტოების გამოყენებით ვქმნიდით, მაგრამ წლევანდელი ახალი წელი გამონაკლისი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ მაიმუნის წელი მოდის, ჩვენ კი მაიმუნები აღარ გვყავს frown emoticon

და რადგანაც ძალიან გვინდა 2016 წელს ლამაზი, ფერადი, ოპტიმისტური და ხალისიანი მისალოცით შევეგებოთ, სტანდარტული დიზაინის ბარათის დამზადების ნაცვლად, გადავწყვიტეთ დახმარება ჩვენი პატარა მეგობრებისთვის გვეთხოვა; ჰოოოდა ამგვარი რამ მოვიფიქრეთ:

ძვირფასო ბავშვებო (და ასევე ბავშვების დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, ბიძებო, დეიდებო, მამიდებო და ა.შ.)!

თბილისის ზოოპარკი აცხადებს საბავშვო ნახატების კონკურსს:

„მხიარული ახალი წელი ზოოპარკში“

15-დან 22 დეკემბრის ჩათვლით დახატეთ საახალწლო მისალოცი, რომლის მთავარი გმირებიც ცხოველები (განსაკუთრებით კი მაიმუნი) იქნებიან. გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და გახდით ჩვენი საახალწლო კონკურსის გამარჯვებული.

ზოოპარკის ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნახატი გახდება თბილისის ზოოპარკის ოფიციალური საახალწლო მისალოცი, განთავსდება ზოოპარკის Facebook გვერდის Timeline-ზე, ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული მისალოცი ბარათის სახით.

გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა პროექტში „სტუმრად ცხოველთა სამყაროში“ უსასყიდლოდ მონაწილეობის უფლება. ის ვოლიერებში ესტუმრება თბილისის ზოოპარკის ბინადრებს - კატისებრ ლემურებს, ტაპირსა და ლამებსა, ფალაბელებსა და გველებს, საკუთარი ხელით გამოკვებავს და დავარცხნის ცხოველებს, მოეფერება მათ და გადაიღებს სამახსოვრო ფოტოებს ცხოველებთან ერთად.

გარდა ამისა, საახალწლოდ ზოოპარკში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა საკონკურსო ნამუშევარი; ასე რომ, გამოფენაში მონაწილეობა დამატებითი სტიმული იქნება პატარა ავტორებისთვის.

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბავშვებს 3-დან 14 წლის ასაკამდე;
• ნახატი შექმნილი უნდა იყოს საახალწლო თემაზე;
• მისალოცში აუცილებლად უნდა ფიგურირებდნენ ცხოველები, განსაკუთრებით - მაიმუნი;
• ნახატზე განთავსებული უნდა იყოს წარწერა: „გილოცავთ ახალ 2016 წელს!“
• ნახატი შესრულებული უნდა იყოს ჰორიზონტალურ ფორმატზე.

წესები:
• დაასკანერეთ ნახატი, ან გადაუღეთ მაღალი ხარისხის ფოტო და გამოგზავნეთ JPG ფორმატის ფაილი ელფოსტით მისამართზე: pr@zoo.ge;
· Subject-ში მიუთითეთ „ნახატების კონკურსი“;
· მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
· გამოგზავნილი საკონკურსო ნახატები აიტვირთება თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე შექმნილ სპეციალურ ალბომში, ნამუშევრების მიღებიდან 1 დღის ვადაში;
· ალბომში ატვირთვის შემდეგ მონიშნეთ (Tag) თქვენი თავი ატვირთულ ფოტოზე;
· ნამუშევრები მიიღება 22 დეკემბრის 18:00 საათამდე;
· საუკეთესო ნამუშევარს ზოოპარკის ჟიური გამოავლენს;
· კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 23 დეკემბრის 18:00 საათამდე;
· გამოგზავნის შემდეგ ნუ გადააგდებთ ნახატის ორიგინალს;
· საახალწლო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მოგვაწოდეთ ნახატების ორიგინალები თბილისის ზოოპარკში, 25 დეკემბრის 18:00 საათამდე (მ. კოსტავას #64, ადმინისტრაცია);

· თბილისის ზოოპარკი იტოვებს საკონკურსო ნამუშევრების სურვილისამებრ გამოყენების უფლებას.

მოკლედ, მოიმარჯვეთ საღებავები, ფუნჯები, ფანქრები, ფლომასტერები და შეუდექით საქმეს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42