MYIDEO.GE 9 წლისაა!
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:29, 24 Dec, 2015     1110

25 დეკემბერს MYIDEO.GE 9 წლის გახდა. პირველად, 2006 წლის 25 დეკემბერს, ერთადერთი ქართული ვიდეოპორტალი სატესტო რეჟიმში გაეშვა.

2009 წელს MYVIDEO.GE-ს სერვისებს დაემატა ტელევიზიები LIVE რეჟიმში, 1 კვირიანი არქივითა და გადახვევის ფუნქციით. იმავე წელს, Myvideo.ge გახდა პირველი ადგილის მფლობელი ქართულ ინტერნეტსივრცეში - Top.ge-ს რეიტინგში ვიდეო პორტალმა ლიდერის პოზიცია დაიკავა და დღემდე მყარად ინარჩუნებს ამ ადგილს.

MYVIDEO.GE-ს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დამზადდა აპლიკაციები ყველა პოპულარული პლატფორმისათვის. 2006 წლიდან დღემდე MYVIDEO.GE-ს სერვისების ჩამონათვალი მკვეთრად გაიზარდა, დაემატა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა: მუსიკა, კინოთეატრი, ვიდეოს მოჭრისა და გადმოწერის ფუნქცია, LIVE სტრიმინგი (2012 წელს), ბრენდირებული არხები და პარტნიორული სისტემა, ვიდეორგოლის ვებკამერით ატვირთვა და ა.შ. გარდა ამისა, მომხმარებლებს ახლა უკვე საშუალება აქვთ უყურონ მათთვის საყვარელ, განსაკუთრებულ მომენტებს უწყვეტ რეჟიმში, ახალი სერვისის Myvideo LOOPS-ის დახმარებით.

2015 წელი ვიდეოპორტალისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა- კომპანიის წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მოვლენაზე - WEB SUMMIT 2015-ზე საქართველო სწორედ MYIDEO.GE-მ წარადგინა!

გარდა ამისა, 2015 წლიდან დაიწყო ახალი პროდუქტის, MYVIDEO TV BOX-ს გაყიდვა, რომელიც საკაბელო ტეკევიზიის ერთადერთი ჭკვიანური ალტერნატივაა.

MYVIDEO.GE არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ სარეკლამო ბაზარზეც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტ სივრცეში. დღევანდელი მონაცემებით, პორტალს ჰყავს 1 352 997 რეგისტრირებული მომხმარებელი (რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 64 624-ით მეტია) და 600-ზე მეტი რეკლამის დამკვეთი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებთანაც სტაბილურად თანამშრომლობს წლების მანძილზე.

MYVIDEO.GE მადლობას უხდის ყველა ერთგულ მომხმარებელსა და პარტნიორს თანამშრომლობისთვის და მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42