გერმანული კომპანია „ჰიპი“ შესაძლოა საქართველოდან გავიდეს
“ჰიპს სურს ინვესტიციის განხორციელება საქართველოში. ეს მიმართულება ძალიან საინტერესო უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია, მით უმეტეს, საქმე ეხება ბიოპროდუქციას. ეს არის ერთ-ერთი პირველი საექსპორტო პროდუქტი, თან ძალიან კონკურენტუნარიანი. ამას შესაბამისი ზომები უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან”, - აცხადებს საქართველოში „ჰიპის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ახვლედიანი.
ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია „ჰიპის" წარმომადგენლობა წელიწადნახევარია ქონების მართვის სააგენტოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქმე ეხება 9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს სოფელ ქვემო ნიქოზში. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, კომპანიას ბიობოსტნეულის მოყვანა სურს. პროდუქციას აგარაში მდებარე “ჰიპის” ქარხანა გადაამუშავებს, კონცენტრანტები კი საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე უნდა გავიდეს, ამასთან, ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
„ჩვენ გვაქვს 80 ჰექტარი მიწა ქვემო ნიქოზში, ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრში. ამ ტერიტორიას ესაზღვრება 9 ჰექტარი ნაკვეთი, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრება, სწორედ აღნიშნული მიწის შეძენა გვინდოდა. მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, სადაც მივიღეთ პასუხი, რომ ეს ნაკვეთი სჭირდებათ საძოვრებისთვის. უცნაურია ის, რომ ეს სახნავი მიწაა. მას შემდეგ, რაც ინტერესი გამოვიჩინეთ ნაკვეთის მიმართ, დაიწყეს წერილების წერა. ჩემი აზრით, ეს არგუმენტი აბსურდულია. იმ ნაკვეთზე შეიძლება, ათჯერ უფრო მეტი ღირებულების შექმნა. საძოვრებისთვის უვარგისი მიწაა საჭირო“, - ამბობს ვასილ ახვლედიანი.
საქართველოში “ჰიპის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგარაში მდებარე ქარხანა მუშაობას წყვეტს. ერთ-ერთ მიზეზი მსოფლიო ბაზარზე კონცენტრანტის ფასის დაცემაა, თუმცა მათივე თქმით, მთავარი პრობლემა საქართველოში გადასამუშავებელი პროდუქციის არასაკმარის რაოდენობას უკავშირდება.
„ჩვენი მუშაობა ნედლეულზეა დამოკიდებული. ნედლეული კი ცოტაა და ყოველწლიურად მცირდება. შენდება ახალი ბაღები, რომელიც ბაზრისთვისაა განკუთნილი. წვრილი ვაშლი, რაც გვჭირდება გადასამუშავებლად სულ უფრო ნაკლებია. ჩვენ ატამიც გვაინტერესებს, მსხალიც. თუმცა ეს ხილი არ არის საჭირო რაოდენობით. ამიტომ ვცდილობთ, შევქმნათ შესაბამისი ბაზა, ჩვენი პროდუქცია მოვიყვანოთ, რომ მინიმალური ნედლეული მაინც გვქონდეს. დიდი ქარხანა გვაქვს და დიდი მოცულობებია საჭირო. როდესაც მოვიყვანთ, ვთქვათ, ბოსტნეულს, შემდეგ შეგვეძლება ამ ქარხანაში გადამუშავება. სამაცივრე მეურნეობა გვაქვს, შეიძლება შევინახოთ.
ჩვენ ვეუბნებოდით ეკონომიკის სამინისტროს, რომ განვახორციელებდით ინვესტიციას, დავიწყებდით ბიობოსტენულის წარმოებას, დავასაქმებდით ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოვიტანდით ტექნიკას და შევქმნიდით ღირებულებას“, - ამბობს საქართველოში „ჰიპის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.
რატომ ვერ მიიღო ინვესტორმა ქვემო ნიქოზში მდებარე 9 ჰექტარი მიწა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა? - ამ შეკითხვით ჩვენ ქონების მართვის სააგენტოს მივმართეთ, რომელმაც ინვესტორს მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უარი განუცხადა. ქონების მართვის სააგენტოში გვპასუხობენ, რომ უარის მიზეზი მუნიციპალიტეტის პოზიცია გახდა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესები იკვეთებოდა, საკითხი კი მოსახლეობის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. ქონების მართვის სააგეტოში ამბობენ, რომ საქმის განხილვისას გაითვალისწინეს კიდევ ერთი ფაქტორი - მიწის ნაკვეთი კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს.
ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია “ჰიპი” საქართველოში 2009 წლიდან საქმიანობს, კომპანიის ქარხანა აგარაში კონცენტრატს ამუშავებს. “ჰიპი”-ის აქციონერი შტეფან ჰიპი საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისში იმყოფებოდა, რა დროსაც სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას შეხვდა და განაცხადა, რომ მათ შეისწავლეს ის პოტენციალი, რომელიც საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის წარმოების თვალსაზრისით არსებობს, რის საფუძველზეც „ჰიპმა“ საქართველოში წარმოების არეალისა და მასშტაბის გაზრდა გადაწყვიტა.
წყარო eugeorgia.info
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა