კახა კახიშვილი და უჩა ნანუაშვილი N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდნენ
საზოგადოება - 16:36, 23 Dec, 2015     1300
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ. მინისტრმა და სახალხო დამცველმა დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცეს.

მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს, რაც დადებითად მოქმედებს მსჯავრდებულების უფლებების დაცვასა და რესოციალიზაციაზე.

კახა კახიშვილმა სამინისტროს მიერ ინიცირებულ და უკვე დაწყებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიაზე მცირე სარემონტო სამუშაოებზე ინდივიდუალური კონტრაქტებით დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. გარდა ამისა, მინისტრმა მსჯავრდებულებს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომლის საშუალებითაც სულ მალე შესაძლებელი გახდება ელექტრონული მაღაზიის შექმნა, სადაც მსჯავრდებულების ნაკეთობები გაიყიდება, თანხა კი მათ ბარათებზე დაირიცხება.

მინისტრმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა.

“სახალხო დამცველმა N16 პენიტენციურ დაწესებულებას ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი შემატა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ეს იმისთვის კეთდება, რომ მსჯავრდებულებმა იცოდნენ როგორც საკუთარი უფლებები, ასევე მათი მოვალეობები, რადგან არ არსებობს უფლება მოვალეობის გარეშე. მე მივესალმები ასეთ ინიციატივას და ვთხოვ სახალხო დამცველს, მსგავსი წიგნები N6 დაწესებულებაშიც შეიტანოს, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება და პირველი მაღალი რისკის დაწესებულება იქნება საქართველოში“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

„თავისუფლება აღკვეთილი პირებისთვის აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები მსჯავრდებულებს დაეხმარებათ მათივე უფლებების დაცვასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, რაც ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველმა საქართველოს მასშტაბით პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს 400–მდე წიგნი, მათ შორის, საინფორმაციო ბუკლეტები და ანგარიშები გადასცა, რომლებიც დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, ინდივიდუალურ საქმეებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42