თბილისის ზედა ზონებში, წყალმომარაგების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება
საზოგადოება - 14:38, 23 Dec, 2015     1336
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი თბილისის ზედა ზონის სოფლებში მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს. 2016 წლიდან, მთაწმინდის რაიონში შემავალი სოფლების - წავკისის, კოჯრისა და კიკეთის წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება. თბილისის საკრებულოსა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტის ინიციატივის ფარგლებში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ დაგეგმილი წყალსადენის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი, დღეს, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, გელა არჩვაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა კოჯორსა და კიკეთში დაათვალიერეს.

სამუშაოები, რომელიც წავკისში, კოჯორსა და კიკეთში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ტარდება, თბილისის საკრებულოს, მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და GWP-ის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ერთობლივად დაგეგმა. კერძოდ, სამივე სოფლის 20-ზე მეტ ქუჩაზე, მთლიანად ახლდება წყალსადენის მოძველებული კომუნიკაციები - იცვლება ქსელები, მონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ეწყობა ახალი საკვანძო ჭები. საერთო ჯამში, სამივე სოფელში ახლით იცვლება 20 კმ-ზე მეტი სხვადასხვა დიამეტრის გამანაწილებელი ქსელები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთ თვეში დაასრულებს. შესაბამისად, 2016 წლის თებერვლიდან წავკისის, კოჯრისა და კიკეთის მოსახლეობის წყალმომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდება.

თბილისის საკრებულოსა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალი მენეჯმენტის ინიციატივა, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, თვეზე მეტია, რაც ამოქმედდა. დედაქალაქის ყველა რაიონში შექმნილია საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს, მათ შორის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას, ერთობლივად გეგმავენ. სამუშაო ჯგუფები ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც უწევენ მონიტორინგს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42