თევზისა და თევზის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალი იზრდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:29, 23 Dec, 2015     1718
საერთაშორისო ბაზარზე თევზისა და თევზის პროდუქტების პოტენციალი იზრდება. დასრულდა პროექტი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნების შესრულების საფუძველზე, ქვეყნის აკვა-კულტურის განვითარებისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოსა და „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა. პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განახორციელა. შემაჯამებელ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი, პროექტის საერთაშორისო ექსპერტი, ვადიმს ბარტკევიჩი და დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტებიც დაესწრნენ.

როგორც მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ზრდის შესაძლებლობას საქართველოში წარმოებული თევზისა და თევზის პროდუქტების რეალიზაცია მოხდეს მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე. „ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპის ბაზრისკენ. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი აკვაკულტურის განვითარებისკენ“.- აღნიშნა ნოზაძემ.

პროექტის ფარგლებში, შემუშავდა პრიორიტეტული კვლევების ჩამონათვალი (ზღვის თევზის, ქაფშიის უვნებლობის შესასწავლად) და შეიქმნა იმ აპარატურა-მოწყობილობების ნუსხა, რომლებიც საჭირო იყო მოცემული კვლევების ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ აპარატურის შესყიდვასთან ერთად, მოხდა საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ ახალი მეთოდების დანერგვის პროცესს და შესაბამის კონსულტაციას უწევდნენ ლაბორატორიის სპეციალისტებს.

FAO-ს პატრონაჟით 2014-2015 წლებში ჩატარდა ორი ტრენინგი სურსათის ინპექტორებისა და თევზის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის. საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს თევზის შენახვის, დამუშავებისა და შეფუთვის დროს გასათვალისწინებელი სანიტარულ-ჰიგიენური წესები გააცნეს და პრაქტიკულად განახორციელეს თევზის საწარმოებში თევზის დამუშავება და პროცესზე დაკვირვება ევროკავშირის ჰიგიენური სტანდარტების დაცვით.

როგორ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მსგავსი სახის გამოცდილება და ჯაჭვური პრინციპით მეთოდის შემუშავება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ახლად დანერგილი მეთოდის საერთაშორისო აკრედიტაციის სფეროში ჩასართავად. საერთაშორისო აკრედიტაცია ხელს უწყობს ფერმერებს, კოოპერატივის წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ ბიზნეს-ოპერატორებს პროდუქტის ექსპორტისათვის საჭირო სერტიფიკატის მიღებაში; კერძოდ, უზრუნველყოფს ასეთი სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელ ლაბორატორიულ კომპონენტს . ინსტრუმენტულ კვლევების ლაბორატორიაში დანერგილი ახალი კვლევის მეთოდები 2016 წლის დასაწყისში სააკრედიტაციო ნუსხას დაემატება.

ეს ღონისძიებები მიმართულია საექსპორტო პოტენციალის გაზრდისათვის და სოფლის მეურნეობაში არსებული წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიან ციკლში ლაბორატორიული თუ ინსპექტორული კომპონენტის სრულყოფილად შესრულებისათვის.

დასკვნითი ნაწილის დროს მოხდა სახელმძღვანელოების პრეზენტაციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში სურსათის სააგენტოს ინსპექტორებისთვის და ლაბორატორიის ხარისხის მართვისთვის შეიქმნა.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ ლატვიის „ბიორის“ ლაბორატორიის დირექტორი, FAO-ს ექსპერტი ვადიმს ბარტკევიჩი; მამუკა მესხი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ლალი მაძღარაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42