ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება
საზოგადოება - 19:22, 22 Dec, 2015     681
მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის მე-4 ფაზა“ სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმდა.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ლარს ოერმანმა.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აჭარაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2006 წლიდან მიმდინარე წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას. აღნიშნული პროექტი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური თანამშრომლობის ჭრილში ერთ-ერთი ფლაგმანური პროექტია და ითვალისწინებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების წყლისა და ქსელის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

პროექტი ხორციელდება სამ ფაზად და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ KfW-ს მეშვეობით გამოყოფილია დაახლოებით 89 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი სესხის სახით და დაახლოებით 28 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის წილი NIF-ის მეშვეობით შეადგენს 8.5 მილიონ ევროს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გარდა ბათუმისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ასევე გათვალისწინებულ იქნა ბათუმის მიმდებარე სოფლებში (გონიოში, კვარიათში, სარფსა და ახალსოფელსა და ადლიაში) კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ამ ეტაპისათვის საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 32 მილიონი ევრო.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში. კომუნალური ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის შემდგომ, ბათუმის, როგორც ტურისტული-საკურორტო და საინვესტიციო ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარეობს პროექტები მათ შორის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიც არის ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა, დაცული ტერიტორიების განვითარება და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42