„დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“;
„ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“.
საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა (Douglas Ball).
„დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ - საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ USAID-ის მეშვეობით საქართველოსათვის პირველ ეტაპზე გრანტის სახით გამოყოფილი იქნება დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები შემდეგი მიმართულებით:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
დემოკრატიული მმართველობა
სამოქალაქო საზოგადოება.
„ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ - საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გრანტის სახით პირველ ეტაპზე გამოიყოფა დაახლოებით 13.1 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები შემდეგი მიმართულებით:
კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება
განათლება
ინფრასტრუქტურა
სოფლის მეურნეობა
კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა
გარემოს დაცვა
პროექტების განხორციელება ნავარაუდებია 2016-2020 წლებში.
მასალის გამოყენების პირობები






