ქართველი მორაგბეები სიტუაციის დროულად განმუხტვას და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ
სპორტი - 14:32, 22 Dec, 2015     1841
არაოფიციალური ინფორმაციით რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა 24 იანვარს გაიმართოს. არჩევნების კონკრეტულ თარიღს კავშირის საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ. დღეს სასტუმრო რუმსში რაგბში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა ქართული საზოგადოება "ქართული სპორტის" ინიციატივით გაიმართა. მორაგბეებმა დღეს სპეციალური განცხადებაც გააკეთეს. ისინი თვლიან, რომ რაგბიში არსებული მდგომარეობა დროულად უნდა განიმუხტოს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ყველა მსურველს უნდა მიეცეს. შეხვედრას ნაკრების ყოფილი კაპიტნები ილია ზედგინიძე და ირაკლი მაჩხანელი უძღვებოდნენ. შეხვედრას სკაიპით ჩაერთო დავით ზირაქაშვილიც.

”უაღრესად უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ წარიმართა დღევანდელი შეხვედრა. ჩემი აქ მოსვლის მიზანი იყო, საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქართული რაგბი და ვფიქრობ ჩვენ ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რათა განვითარება შევძლოთ.პროცესი რეალურად დაძაბულობისკენ წავიდა, რაც დამღუპველია. ამ ნაბიჯების გადადგმა ამ შეხვედრაზე არ დაწყებულა. არვიცი გარე ძალა გვებრძვის თუ ვიღაცას უნდა, რომელსაც სულ არ აინტერესებს რაგბის კეთილდღეობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს რაგბის ოჯახის პოპულარობა და ამ სპორტის სახეობის წინსვლა, ეს გამორიცხული არ არის.არსებული სიტუაციიდან გამოსავალი კომუნიკაციაა. აუცილებლად უნდა აღდგეს კომუნიკაცია, რომელიც ჩემი აზრით არ არის საკმარი"- განაცხადა ილია ზედგინიძემ.

მორაგბე პალიკო ჯიმშელაძის თქმით ირაკლი აბუსერიძეს სხვისი დახმარება არ სჭირდება, რადგან მას რაგბის სამყაროში საკმარისი ავტორიტეტი აქვს:

„ვერ ვხვდები რაში ჭირდება ირაკლი აბუსერიძეს გაპოლიტიზირება, იმიტომ რომ რაგბის სამყაროში დაიბადა და გაიზარდა . ვინ დაიწყო და რატო დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი? ვინც რაგბში ჩახედულია ის არ იფიქრებს იმას რომ აბუსერიძეს ვინმეს დახმარება ან ჩარევა დასჭირდება“- განაცხადა ჯიმშელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42