მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა
საზოგადოება - 11:53, 22 Dec, 2015     1330
ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის მშენებლობა დასრულდა. პუნქტის მოწყობა და სამშენებლო სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ „მცირეკავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ახლადაშენებული ბიოუსფრთხოების პუნქტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზაზა დოლიძესთან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ,,მეცხოველეობის დარგის განვითარების მიზნით, სახელმწიფო გეგმაზომიერ და კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. დაიწყო ცხვრის გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის - ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის წახალისებას და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

“მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. შვეიცარიის მიერ დაფინანსებული ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის პროექტი წარმოადგენს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი მიდგომის მნიშვნელოვან ელემენტს ცხოველთა მიკვლევადობისა და იდენტიფიცირებისთვის“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე ბურკმა.

ბიოუსაფრთხოების პუნქტების გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 6 პუნქტი მოეწყობა. ექვსი პუნქტიდან ორი - მარნეულსა და რუსთავში, "მერსი ქორფსის" მხარდაჭერით აშენდა, ხოლო ოთხს -დედოფლისწყაროში, სიღნაღში, თელავსა და ბოლნისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ააშენებს.

ბიოუსაფრთხოების პუნქტი წარმოადგენს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორი-ას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, სადეზინფექციოსაშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8 000 ცხვრის დეზინფიცირება მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42