"არ უყუროთ, ფუი ეშმაკს თქვით "რუსთავი 2-ს" რომ დაინახავთ"- დეკანოზი ილიას ქადაგება
საზოგადოება - 21:28, 21 Dec, 2015     4549

სასულიერო პირები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ-დღეს ინტერნეტსივრცეში ეკლესიის მსახურის მორიგი ქადაგება გავრცელდა, სადაც მოძღვარი ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდებს, რომ რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადონ.

ამ ფორმით დეკანოზი მეუფე სპირიდონის დაცვას ცდილობს, რომელიც მისი განცხადებით ტელეკომპანიის მხრიდან ცილისწამების მსხვერპლია.

დეკანოზი ილია ტოქშოუ არჩევანის იმ ეთერს აკრიტიკებს, რომელშიც მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში შექმნილ ვითარებასა და საპატრიარქოს დაფინანსებაზე იყო საუბარი.

საპატრიარქოს დაფინანსების თემაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა კომფესიის წარმომადგენლები და საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელიც იღებდნენ.

დღეს საპატრიარქიოს კურიერმა კითხვითაც მიმართა-"გამოხატავს თუ არა დეკანოზი ილია მართმადიდებელი ეკლესიის ზოგად განწყობას, თუ ეს მისი იდივიდუალური პოზიციაა," - თუმცა კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და მისი რესპონდენტების მიმართ ქაგადებაში გამოთქმულ მოსაზრებებს სიძულვილისკენ მოწოდებად განიხილავს სამოქალაქო სექტორი.

ის პირები, რომლებიც ღიად საუბრობენ მეუფე სპირიდონის ეპარქიაში დაფინანსების გარეშე დარჩენილ გიმნაზიასა თუ საპატრიარქოს ბიუჯეტის არაგამჭვირვალე ხარჯვაზე, აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტები და გადაცემაში დასმული კრიტიკული კითხვები ლეგიტიმური და ფაქტებით გამყარებული იყო.

საპატრიარქოს პოზიცია საჯაროდ დასმულ კითხვებთან და რუსთავი 2-ის ეთერში გასაჯაროებულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაძლოა ცნობილი სინოდის ხვალინდელი სხდომის შემდეგ გახდეს.

წყარო: "რუსთავი 2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42