საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ფინანსური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა პეკინსა და ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში რამდენიმე შეხვედრა გამართა. ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს სიაო კანს შეხვდა. დავით საგანელიძემ ჩინელ წარმომადგენლებს საპარტნიორო ფონდის კონცეფცია და საქამიანობა გააცნო. ისაუბრა განვითარების კორპორაციის შექმნის პერსპექტივაზე და დაინტერესების შემთხვევაში ჩინური მხარის პროექტში ჩართვის შესაძლებლობაც განიხილა.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ჩინეთის ეროვნული ექსპორტ-იმპორტის კორპორაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს პროექტები. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტის აღნიშვნით ბოლო ორი წელიწადია ჩინელმა მეწარმეებმა საქათველოში აქტიურად დაიწყეს ინვესტირება. ისინი უშუალოდ ექსპორტ-იმპორტის ბანკის დახმარებით და მხარდაჭერით შედიან ქართულ ბაზარზე. შესაბამისად საინტერესო პროექტების შემთვევაში ბაკნი აუცილებლად განაგრძობს ინვესტორების დაფინანსებასა და და ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში.
დავით საგანელიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ინდუსტიურლ-კომერციულ ბანკის გენერალურ დირექტორს ესტუმრა. იან ცუიუენის ინიციატივით საქართველოს პროექტების კოორდინატორად უწყების მართვის დეპარტამენტის ხელმღვანელი ჭაანგ ხუნ ლი დაინიშნა. დავით საგანელიძემ ბანკის წარმომადგენლებთან საპარტნიორო ფონდის საქმიანობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ საპარტნიორო ფონდი ყველა ინვესტორისათვის მნიშვნელოვან გარანტორს წარმოადგენს და ეხმარება მათ თავისუფლად კოორდინირებაში. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო განვითარების კორპორაციის კონცეფციის განხილვასაც. „ევროპის ფინანსურ ინსტიტუტებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კარგი იქნება თუ ამ პროცესში ჩინური ფინანსური ინსტიტუტებიც ჩაერთვებიან.საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი , შესაბამისად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის აღიარებით და ევროპასთან ინტეგრაციით შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლის მიღება, როგორც ევროპისთის ასევე აზიისთვის“-განაცხადა დავით საგანელიძემ.
დელეგაციის წევრებმა საქართველოს პოტენციალსა და სტრატეგიულ მდებაროებაზე ისაუბრეს „აბრეშუმის გზის ფონდის“ აღმასრულებელი დეპარტამენტის დირექტორთან ვან იენ ჭ-სთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს დატვირთვას და მნიშველობას
მასალის გამოყენების პირობები






