2012 წელს ხელოვანებს თეატრის ასაშენებლად 919 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 9 აპრილის პარკში გადაეცათ, რომელიც თბილისის მერიის ბალანსზე იმყოფება.
საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრმა პარკში თეატრის ადმინისტრაციული შენობის განსათავსებლად არქიტექტურული დიზაინისა და ესკიზის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა, შენობა ყოფილი „გლობუსის“ თეატრის ადგილზე უნდა აშენებულიყო, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში პანტომიმის თეატრს მშენებლობის ნებართვა დედაქალაის მერიის არქიტექტურისა და გამწვანების სამახურებმა არ მისცეს.
თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ,,ნიუპოსტთან" ამირან შალიკაშვილი ამბობს, რომ თაეტრი ღია ცის ქვეშ რჩება.
„პანტომიმის თეატრის მშენებლობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეჩერებული იყო. ყოველ ჯერზე, როცა ამ საქმეს მოვიკითხავდით, გვპირდებოდნენ, რომ მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა.ბოლოს ჩვენ თვითონ დავიწყეთ მოქმედება, 9 აპრილის პარკის ტერიტორიაზე გავაკეთეთ გეოლოგიური და ყველა საჭირო კვლევა, რომლმაც მოგვცა საშუალება სამსართულიანი შენობა დადგმულიყო. ამის შემდეგ ექსკიზზე გამოვაცხადეთ კონკურსი. მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მერიის კულტურის სამსახურთან, რომელიც ჩვენ გვერდით იდგა, ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას, თუმცა ბუნებრივია ისინი პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ, რადგან მშენებლობის უფლება არქიტექტურის სამსახურს უნდა გაეცა“ - უთხრა „ნიუპოსტს“ ამირან შალიკაშვილმა.
თეატრის ხელმძღვანელის თქმით, პრობლემა სწორედ აქრიტექტურის სამსახურთან წარმოიშვა, მშენებლობის ნებართვაზე უარი გამწვანების სამსახურმაც თქვა.
„იმის მიუხედავად რომ მერიის გამწვანების სამსახურს, ძალიან ბევრჯერ აუხსენი, რომ მშენებლობის პერიოდში და მერეც ხელს არ ვახლებდით არცერთ ხეს და ნარგავს, თუმცა ეს დაპირება მათ არ გაითვალისწინეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი ხე არ არის, იქ ყოფილი „გლობუსის“ თეატრის ამორტიზებული შენობა დგას, რომელიც ე.წ ბომჟების თავშესაფრად იქცა“- განმარტა შალიკაშვილმა.
თერატრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სადაო ტერიტორიაზე კულტურული დანიშნულების დაწესებულები ადრეც იყო, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება მერია პანტომიმის თეატრის იქ განთავსებას.
„თეატრი წინა ხელისუფლებამ გაგვიყიდა, ახალი შენობის გარეშე გვტოვებს, ჩვენ სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას არ ვითხოვთ, ჩვენი ინვესტორით ვაპირებდით თეატრის მშენებლობას, ესკიზის კონკურსის შემდეგ ისევ არქიტექტურის სამსახურს უნდა შეერჩია, რა ტიპის შენობა დაიდგმებოდა, რადგან გვესმის, რომ ტერიტორია ისტრიული ხასიათისაა“- აცხადებს ჩვენთან საუბარში შალიკაშვილი.
თეატრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნებართვის მიღებაზე უარის თქმა, საბჭომ ვერ დაასაბუთა.
„რომ წახვიდეთ და სახინკლედ გადააკეთოთ მერეო - ასეთი იყო მათი პასუხი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი ოჯახის შესახებ არაფერი იცოდნენ, მამაჩემმა ამ თეატრს მთელი მისი სიცოცხლე შეალია, თეატრი ჩვენი სახლია“- აღნიშნა რესპოდენტმა.
ამირან შალიკაშვილის განცხადებით, მერია თეატრს შესაბამის ალტერნატივას არ სთავაზობს.
„ფართი არ არსებობს, სადაც ჩვენი თეატრი შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას. სხვა გამოსავალი არ არის, თუ მშენებლობაზე უარს ამბობენ დაგვიბრუნონ რუსთაველის #37-ში მდებარე შენობა“- დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






