სსგს „ბილაინს“ ელექტრონული ხელმოწერის მხარდამჭერი მომსახურების დანერგვაში მხარდაჭერას გაუწევს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:34, 21 Dec, 2015     1935

დღეს, 12:00 საათზე „ბილაინის“ ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისში, სერვისების განვითარების სააგენტოსა და შპს „მობიტელს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა მოაწერეს.

აღნიშნული მომსახურებით, მომხმარებლებს საშუალება მიეცემა, მობილური ოპერატორის სერვისები გაცილებით მარტივად და სწრაფად მიიღონ. ასევე ორგანიზაციას საშუალება ექნება შექმნას მომხმარებლის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი ელექტრონული დოკუმენტი და დაადასტუროს ზუსტად რა დროს მოაწერა პირმა დოკუმენტს ხელი.

„სერვისების განვითარების სააგენტომ ამ ინოვაციური პროდუქტის მხარდამჭერი სერვისის, კერძოდ დროის აღნიშვნის შეთავაზება უკვე დაიწყო კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. ეს მომსახურება კომპანიებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად შეამცირონ მომსახურების დრო, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია” - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი დოკუმენტი საშუალებას იძლევა ექსპერტიზა ჩაუტარდეს ფიზიკური პირის ელექტრონულ ხელმოწერას და განხორციელდეს ხელმომწერი პირის იდენტიფიცირებაც.

”ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება აბონენტებისთვის შეგვეთავაზებინა კიდევ ერთი ჩვენი ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისი, ციფრული თანამედროვე ტექნოლოგიების სადემონსტრაციო სივრცე, სადაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით მომხმარებელს შევთავაზებთ ინოვაციურ ციფრულ მომსახურებას, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა აბონენტებმა ჩვენი სერვისები კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიიღონ ” - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42