მეზობლები გარდაცვლილ მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მათ მომხდარზე მას შემდეგ გაიგეს, როცა სადარბაზოდან ხმაური შემოესმათ. ,,წივილ-კივილზე გამოვედით გარეთ, ვნახეთ, რომ ბიჭი აქ ეგდო და ბავშვი კიდევ თავიანთ მანქანაში იყო. როგორც მიცით მეუღლე ჰყავთ დაკითხვაზე... მტერი არ ყოლიათ არავინ. ხმაური მაშინ გავიგეთ, როცა დედამისი ყვიროდა. გარეთ რომ გავედით იქ ვნახეთ დახოცილები“ - აცხადებენ მეზობლები რუსთავი 2-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში ფერაძის ქუჩაზე მოხდა, მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, განძრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით.
მასალის გამოყენების პირობები