მკვლელობა სამეგრელოში - მოკლულია 50 წლამდე ტაქსის მძღოლი ს. ე.. როგორც "ნიუპოსტის" ადგილობრივი კორესპოდენტი იტყობინება, დაახლოებით ორი საათის წინ სოფელ ნარაზენში შუახნის მამაკაცის ცხედარი ადგილობრივმა მკვიდრმა მაშინ იპოვნა, როცა ის პირუტყვს მწყემსავდა.
თვითმხილველის განცხადებით, გვამი ეკალ-ბარდებში იყო ჩაფლული.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ყაჩაღობას უკავშირდება. არაოფიციალური ცნობით, ტაქის მზღოლს ზუგდოდის ცენტრში ორი მამაკაცი ჩაუჯდა, მათი ასაკი 30-35 წლამდე მერყეობს, რომლებმაც შუახნის მამაკაცი ნარაზენის ტყეში შეიყვანაეს და წინასწარი ვერსიით ავტომობილის წართმევა დაუპირეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ეჭვმიტანილებმა სოსო ეხვაია ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმის შედეგად მოკლეს.
ჩვენი კორესპოდენტის ცნობით, ეხვაიას კუთვნილი ავტომობილი, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით აღმოაჩინეს.
გარდაცვლილი წლებია ზუგდიდში, გუბერნიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსაობს, მისი მკოლეგების თქმით, ბოლო დროს ყაჩაღობის მცდელობები გახშირდა, ისიინი სმართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
რაც შეეხება გარდაცვლილს ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს .მასალის გამოყენების პირობები