შსს საინფორმაციო კვირეულს აგრძელებს - მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვ
საზოგადოება - 14:34, 19 Dec, 2015     1187
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეულს აგრძელებს - მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ გულისხმობს ქვეყანაში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი ან საჭეგადატანილი ავტომანქანების აკრძალვას, არც მათ შეძენას და შემდგომში გაყიდვა/გასხვისებას.

კანონპროექტი შეეხება მხოლოდ იმ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, რომლებიც პარლამენტის მიერ დადგენილი თარიღის შემდეგ შემოვლენ ქვეყანაში.

კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში არ იკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი რე-ექსპორტის მიზნით და ტრანზიტი.

კანონი ძალაში შევა 2016 წლის იმ თარიღიდან, რომელსაც საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის მიღებისას დაადგენს. განისაზღვრება გონივრული დრო, რათა არ დაზარალდეს არც ერთი მფლობელი და იმპორტიორი.

კვლევებით დადასტურებულია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობა საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მარცხენასაჭიან ავტომანქანებზეა დაგეგმილი, შეიცავს ავტოსაგზაო შემთხვევების მომეტებულ რისკს. მაგალითად, ასეთი რისკები არსებობს გასწრების მომენტში; მგზავრის ჩამოსმის მომენტში; ღამით შემხვედრი მანქანის მიმართ შუქების ზემოქმედებისას (რომელიც მარჯვენასაჭიან ავტომანქანაზე საწინააღმდეგო მიმართულებით არის მომართული) და სხვა.

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტმობილების რაოდენობა მკვეთრად მზარდია და უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს: სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი მიუთითებს, რომ უახლოეს 5-7 წელიწადში მოსალოდნელია მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობის გათანაბრება, რაც ქვეყანაში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და საგზაო უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

1949 წლის 19 სექტემბრის ჟენევის კონვენცია, რომლის წევრიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის, სახელმწიფოებს საგზაო მოძრაობის უნიფიცირებას ავალდებულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42