GWP სასმელი წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად, აქტიურ ქმედებებს აგრძელებს
საზოგადოება - 14:27, 19 Dec, 2015     1153
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების უკვე 150-მდე შემთხვევა გამოავლინა. მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური, ჯამურად, 180 000-მდე ლარს შეადგენს.

პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას განაგრძობს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდნენ. მათ შორისაა ორი სამშენებლო კომპანია: შპს „არ ენდ ელ გრუფი“, რომელსაც წყლის უკანონო მოხმარებისთვის 36 345 ლარი ადმინისტრაციული სახდელის სახით დაერიცხა, ხოლო შპს „ჯი დი გრუფ“-ს - 24 380 ლარი.

წყლის დატაცების ფაქტები, სამშენებლო კომპანიების გარდა, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ობიექტებში, მათ შორისაა: შპს „თანადგომა“, შპს „პეკინი“ (ჩინური რესტორანი) - საზოგადოებრივი კვების ობიექტები, შპს „ლაიმლაითი“ - სასტუმრო, შპს „მეგობრობა“ - ავტოსამრეცხაო, შპს "შვიდი მითი" - სასაწყობე მეურნეობა და სხვ.

დარღვევის მქონე თითქმის ყველა ობიექტი წყლის დატაცებას უკანონო ხაზების მეშვეობით ახდენდა. ყოველ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური აქტის შედგენა და დატაცებული წყლის ოდენობის დაანგარიშება სემეკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მოხდა.

აბონენტების მხრიდან წყლის უკანონო მოხმარება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს აყენებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია აგრძელებს აქტიურ ქმედებებს წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად. პარალელურად, კომპანია თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს ჯერ კიდევ უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42