აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ამერიკული ნავთობის ექსპორტზე არსებული აკრძალვა გააუქმა, რომელიც ქვეყანაში 40 წლის მანძილზე მოქმედებდა. ახლა ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე - სენატზეა, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
აკრძალვა მოიხსნა კანონების პაკეტები ფარგლებში, რომელსაც კონგრესმა კენჭი უყარა და აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების ხარჯებს შეეხება. ამ პაკეტის თანახმად აშშ-ს მთავრობის ხარჯები 1,1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
ნავთობის ექსპორტის აკრძალვის მოხსნას რესპუბლიკური პარტია უკვე რამოდენიმე წელია ითხოვდა. 18 დეკემბერს რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა როგორც იქნა მიაღწიეს კონსენსუსს ამ საკითხში.
სავარაუდოდ, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეს გადაწყვეტილება ნავთობზე ფასების შემდგომ ვარდნას გამოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები






