უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება
საზოგადოება - 10:11, 19 Dec, 2015     1848
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება.

"ცვლილების მიხედვით, 17-დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ასევე, დაზუსტდა ქორწინების რეგისტრაციის პატივსადები გარემოება და დებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.

"მისასალმებელია, რომ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მტკიცე ნება ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სიღრმისეული შესწავლის შედეგების და ინდივიდუალური საქმეების განხილვის შედეგად მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აღნიშნული წინადადება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და ზოგადად, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის.
აქვე მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ცვლილებას თან სდევდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინების რეგისტრაციას განსაკუთრებული გავლენა აქვს ქალთა ქონებრივ უფლებებზე, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებითაც გადაიხედოს და დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის მომზადების საფუძველი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება გახდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42