კონკურსი „სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“ ინოვაციური განათლების ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ერთობლივად გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2013-2015 წლებში ინტელის ძირითადი ტრენინგკურსი “პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“ გაიარეს.
გამარჯვებული მასწავლებლები საგნობრივი ჯგუფის მიხედვით, სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად გამოვლინდნენ. პორტფოლიოების შეფასებისას ასევე გათვალისწინებული იყო პორტფოლიოების სისრულე და პროექტის განხორციელების ამსახველი მასალები.
გამარჯვებულებს ცენტრისა და ფონდისგან სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ 8 მასწავლებელს გადაეცათ პლანშეტები, მეორე ადგილზე გასულ 8 კონკურსანტს გადაეცათ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, დანარჩენი კონკურსანტები ფლეშ-ბარათებით დასაჩუქრდნენ. კონფერენციის მომხსენებელი მასწავლებლები მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში 1 კრედიტს მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






