სამუშაო შეხვერაზე განიხილება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი პოლიტიკა და მისი მნიშვნელოვანი კომპონენტები, მათ შორის მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა, სკოლების დაფინანსების მექანიზმ, დამატებითი სარგებელი მასწავლებლებისთვის, რისკ-ჯგუფები, მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა, მასწავლებლის აკადემიური პროგრამებით მომზადება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება.
საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებზე ასევე განხილული იქნება სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით 2016-2020 წლის სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის სქემის მონიტორინგის და შეფასების, შეფასების ჯგუფების მომზადებისა და დამწყები მასწავლებლების ხელშეწყობის საკითხები.
მსოფლიო ბანკის ექსპერტი საქართველოს 4-დღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტი საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით მიმდინარე საკითხების გაანალიზებასა და კონსულტირებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






