თბილისის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში დედაქალაქის მტავრობა წელს მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.
„წელს სრულიად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით თბილისის ცენტრალური ქუჩები: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები მოირთო.
აღნიშნული გამზირებისა და ქუჩების მორთვის მიზნით გამოცხადებულ საახალწლო ილუმინაციების ტენდერში კომპანია - შპს "ნუკო+"-მა გაიმარჯვა და სატენდერო ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვისხის ტენდერში გამარჯვებული შპს "ჯეო სტრიმი" გახდა და მომსახურების ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის "გმმ ჯგუფის" მომსახურება 33 990 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
ყველა არსებული საახალწლო ილუმინაცია, რაც აღდგენას დაექვემდებარება, დედაქალაქის სხვა ქუჩების გასაფორმებად გადანაწილდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






