ბათუმის ბულვარმა შესაძლოა უახლოეს მომავალში იერსახე შეიცვალოს
საზოგადოება - 18:37, 16 Dec, 2015     2606

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე მუშაობა დაიწყო. ბულვარს თავის ისტორიაში პირველად განვითარების გეგმა ექნება. ახალი დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს.

პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა დამსწრეებს კონცეფციის დეტალები სპეციალური პრეზენტაციის სახით გააცნო. შეხვედრისას ბულვარის განვითარების პროექტის თემაზე სპეციალური ვიდეო რგოლის ჩვენებაც გაიმართა. დღისა და ღამის ბულვარის თემაზე ვიდეო რგოლის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.

შეხვედრის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე მიესალმა. მინისტრმა ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენ უნდა ვაქციოთ ბათუმი და ბათუმის ბულვარი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის მიმზიდველი არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ წლის სხვა პერიოდშიც, რაც სამწუხაროდ დღემდე ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას. აღნიშნული კონცეფცია კი ბულვარის სწორედ მსგავს განვითარებას შუწყობს ხელს და ჩვენ მივიღებთ, გამოცოცხლებულ, განახლებულ და რაც მთავარია ძალიან საინტერსო ბულვარს,რომელიც დარწმუნებული ვარ აქამდე არსებულზე კიდევ უფრო მეტად იქცევა ვიზიტორთა საუკეთესო დასვენების ადგილად.

მოხარული ვარ, რომ დღეს პროექტის პრეზენტაციას საზოგადოების სხვადსახვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. აქ არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის,მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. საზოგადოების ჩართულობა ამ პროექტს კიდევ უფრო მეტად დახვეწს და ჩვენ საბოლოოდ სრულყოფილ კონცეფციას მივიღებთ.

მნიშვნელოვანია,რომ პროცესის ყველა ეტაპზე მოეწყობა საჯარო განხილვები და დისკუსიები. აღნიშნულ ფორმატში ყველა დაინტერესებულ პირს თავისი რეკომენდაციების, შენიშვნების, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება,რაც ნამდვილად მისასალმებელია.

მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას გამოჩენილი ინტერესისთვის და ვუსურვო წარმატებები ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში"-განაცხადა დავით ბალაძემ.

ღონისძიებას აჭარის ა.რ მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი,რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

ბულვარის განვითარება ფლორენციის ქარტიის შესაბამისად მოხდება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ფლორენცის ქარტიის შესაბამისად ბათუმის ბულვარის კონსერვაციის, რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის პროექტის მომზადებაა.

ბულვარის განვითარების კონცეფციაზე შპს „სასტუმრო ოაზისი“ მუშაობს. კომპანია აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია და დღეისათვის “Dream Land Oasis” 105 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ჩაქვში. კომპანიის მიერ მომზადებული კონცეფცია ბუნების, ტექნოლოგიების და ფუნქციონალური დატვირთვის იმგვარ სინთეზს ითვალისწინებს, რომელიც მაქსიმალურად ჰუმანურ გარემოს ქმნის ადამიანისთვის და წარმოადგენს სამოთხის ბაღის მოდელზე აგებული სივრცის მოწყობას, რაც სრულად შესაბამისობაშია ფლორენციის ქარტიის პრინციპებთან ისტორიულ ბაღებთან მიმართებაში; გადაწყვეტილების მიღებისას მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული კონტრაქტის ყველაზე დაბალი ღირებულება იყო;

კონცეფციაზე მუშაობის ყველა ეტაპზე საჯარო განხილვები და დისკუსიები მოეწყობა. აღნიშნულ ფორმატში ყველა დაინტერესებულ პირს თავისი რეკომენდაციების, შენიშვნების, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება.

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების დოკუმენტაციის მოწოდება 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42