სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნაძვისხის ფოტოსთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს. როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია განმარტავს გავრცელებულ ფოტოზე საახალწლო სამზადისის პროცესია გადარებული და არა დასრულებული რეალური საახალწლო გარემო.
"2015 წლის 14 დეკემბერს, სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული სადღესასწაულო ნაძვისხის ფოტო. ზემოთ აღნიშნულ სურათზე ასახულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წინასაახალწლო სამზადისის დროს, მოფრენის დარბაზში 35 დან ერთ-ერთი ნაძვისხის მორთვის პროცესი. შესაბამისად ინტერნეტ სივრცეში მოხვედრილი ფოტო-მასალა არ ასახავს რეალურ საახალწლო გარემოს, რომელიც ამ დროისათვის ხვდება მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის სხვადასხვა დარბაზში. ამ დროისთვის ტერმინალის ფასადი, გაფრენისა და მოფრენის დარბაზები, სარეგისტრაციო დახლები და ჩასხდომის ხიდები გაფორმებულია საახალწლო მოსართავებით."- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთანავე აეროპორტის ადმინიტრაცია რეალური საახალწლო გარემოს ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.









მასალის გამოყენების პირობები






